ბათუმის რეფერალურ კლინიკაში შეყვანილი 35 წლამდე ქალის მდგომარეობა მძიმეა. ის სასწრაფო დახმარების მანქანამ 26 მაისის ქუჩიდან შეიყვანა.
"მანქანაშივე დაფიქსირდა მისი მდგომარეობის დამძიმება, სისხლდენა, შემოყვანისას გულის გაჩერება, გულის მუშაობა აღდგა. ვიკვლევთ. აქვს მოტეხილობები ორივე ქვედა კიდურების, მენჯის ძვლების. ჩატარდა კვლევა და ველოდებით პასუხებს", - თქვა ექიმმა პაციენტზე საუბრის დროს.
თითქმის რვა-საათიანი სამაშველო საქმიანობის შემდეგ მაშველებმა ბათუმში ჩამონგრეული შენობის ნანგრევებიდან პირველი პირი ამოიყვანეს. ის ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში მაშველებს მუდმივად ეკონტაქტებოდა.
ასევე ნახეთ ბათუმში კორპუსის ნანგრევებიდან მაშველებმა 35 წლამდე ქალი ამოიყვანესმაშველები მისი ორი შვილის ამოსაყვანად მუშაობას აგრძელებენ.
ახლა მაშველები კიდევ ერთი გადარჩენილი პირის ამოყვანას ცდილობენ. ნანგრევებში მოყოლილ ამ პირს მაშველები წყალს დღის განმავლობაში აწვდიდნენ.
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მრავალსართულიანი კორპუსი დაახლოებით რვა საათის წინ ჩამოინგრა. მისი ერთი სადარბაზო სრულად ჩამოშლილია. ადგილზე მისულია სასწრაფო დახმარების, სამაშველო სამსახურებისა და პოლიციის ჯგუფები.
როგორც რადიო თავისუფლების ადგილობრივი კორესპონდენტი ამბობს, ათეული წლების წინ აშენებულ 5-სართულიან კორპუსს ორი სართული რამდენიმე წლის წინ დააშენეს.
ასევე ნახეთ ბათუმში კორპუსი ჩამოინგრა | განახლებადი ინფორმაცია