საქართველოში დადასტურებულია კორონავირუსის 2600-ზე მეტი ახალი შემთხვევა

საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 30 პაციენტი.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში ჩატარებული 36 840 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსით ინფიცირების 2 661 შემთხვევა.

ბოლო დღე-ღამეში 1 274-ით გაიზარდა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.

8 ოქტომბრის დილისთვის დადებითობის მაჩვენებელია:

  • დღიური - 7.22%;
  • ბოლო 7 დღის - 6.16%;
  • ბოლო 14 დღის - 5.7%.
ასევე ნახეთ ამირან გამყრელიძე: საქართველოში ეპიდსიტუაციის გაუარესების ტენდენციაა

2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 628 719 შემთხვევა. მათგან 597 654 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 9 192 ადამიანი.