დევიდ ერეი: კარგი საარჩევნო მართვა არის მონეტის ერთი მხარე

დევიდ ერეი, ევროსაბჭოს კონგრესის დელეგაციის ხელმძღვანელი

„არჩევნების დღე საერთო ჯამში იყო მშვიდი, გარდა რამდენიმე შეუსაბამობისა, რომელიც უკავშირდებოდა საარჩევნო უბნების მოწყობას, თუმცა არანაირი ხარვეზი არ ყოფილა დაფიქსირებული ხმის მიცემის პროცესში“, - განაცხადა ევროსაბჭოს კონგრესის დელეგაციის ხელმძღვანელმა, დევიდ ერეიმ OSCE/ODIHR-ის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე.

„ტექნიკურად რომ ვისაუბროთ, არჩევნების დღე საერთო ჯამში იყო მშვიდ, წყნარ გარემოში და კარგად ორგანიზებული, თუმცა კარგი საარჩევნო მართვა არის მონეტის მხოლოდ ერთი მხარე“, - აღნიშნა დევიდ ერეიმ. მისი თქმით, არჩევნების პოლიტიკურ გარემოზე საუბრისას ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ რეფერენდუმის იდეამ გადაფარა ადგილობრივი გამოწვევები.

„მე ვიტყოდი, რომ ადგილობრივი არჩევნები გადაფარა ეროვნულმა პოლიტიკურმა სიტუაციამ, რაც არ შედის საქართველოს მოსახლეობისა და საზოგადოების ინტერესებში. ორივეს, მთავრობასაც და ოპოზიციასაც აქვს თავისი წილი პასუხისმგებლობა ამ კუთხით“, - აღნიშნა დევიდ ერეიმ. მისი თქმით, საზოგადოებაში სიტყვიერი აგრესიის გაზრდა, სიძულვილის ენა და ეგრეთ წოდებული ფეიკ ნიუსები სოციალურ ქსელებში არის ნათელი ინდიკატორი იმისა, რომ უფრო მეტი უნდა გაკეთდეს მომავალში. პრესკონფერენციაზე დავიდ ერეიმ თქვა, რომ პოლარიზება საზოგადოების ინტერესებში არ შედის და საჭიროა ყველა ჩაერთოს კონსტრუქციულ პოლიტიკურ დიალოგში.

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) წარმომადგენლებმა, საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით პრესკონფერენცია 3 ოქტომბერს გამართეს.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ჯამში 338 საერთაშორისო დამკვირვებელი აკვირდებოდა. მათ შორის 30 დამკვირვებელი საქართველოში 4 სექტემბრიდან იმყოფებოდა.

ასევე ნახეთ რა ხარვეზები აღმოაჩინეს OSCE/ODIHR-ის დამკვირვებლებმა?