ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დაკვეთით ”IPSOS-გლობალის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის თანახმად, „ქართულმა ოცნებამ“, 17:00 საათის მონაცემებით, თბილისში ხმების 38.6% მიიღო; ხოლო „ნაციონალურმა მოძრაობამ“ - 33%.
დედაქალაქის მერობის კანდიდატებს შორის, ნიკა მელია ლიდერობით, მეორე ტურის საჭიროება გამოიკვეთა. თბილისში ხმები ასე გადანაწილდა:
- 40.8% - ნიკა მელია
- 40.2% - კახა კალაძე
- 8.7% - გიორგი გახარია
პოლიტიკური პარტიების პროცენტული მაჩვენებლები შემდეგია:
- "ქართული ოცნება" - 38.6%;
- "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - 33%;
- გიორგი გახარია - "საქართველოსთვის" -7.6%;
- ზურაბ ჯაფარიძე - "გირჩი მეტი თავისუფლება" - 4.8%;
- "ლელო" - 4 %;
- ანა დოლიძე - "ხალხისთვის" - 2%;
- „გირჩი“ – 1.6%;
- ალეკო ელისაშვილი - „მოქალაქეები“ – 1.1%;
- "ევროპული საქართველო" - 1%;
- "ლეიბორისტული პარტია" - 1%;
- "პატრიოტთა ალიანსი" - 0.9%
- "მესამე ძალა - სტრატეგია აღმაშენებელი" - 0.8%.
ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ინფორმაციით, ”IPSOS-გლობალმა" 2500 ამომრჩეველი გამოკითხა.