ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში, მე-19 საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის ფარულობის სავარაუდო დარღვევის ფაქტებია. რადიო თავისუფლებამ, უბანზე 5 წუთის ინტერვალით დააფიქსირა სამი შემთხვევა, როცა საარჩევნო კაბინაში ერთდროულად იმყოფებოდა 2 ამომრჩეველი. საარჩევნო კომისიიდან ამ ფაქტებზე რეაგირება არავის ჰქონია.
უბნის კომისიის თავმჯდომარემ, ბაირამ ნასიბოვმა კაბინაში ორი პირის ყოფნა იმით აგვიხსნა, რომ ადგილობრივ ამომრჩეველთა უმეტესობამ ქართულად კითხვა და წერა არ იცის და დამხმარე სჭირდებათ.