ოქტომბრის პირველ დღეებში დამთავრდება მსოფლიოს გუნდური პირველობა, რომელშიც საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრები მონაწილეობს - მთავარი მწვრთნელის ელიზბარ უბილავას შეფასებები ბარსელონიდან;
ზაგრებში გამართულ ძიუდოისტთა ტურნირის შესახებ საუბრობს ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის კომენტატორი გიორგი ჭანიშვილი;
ჩვენი მიმომხილველი გია ცანავა აფასებს ბათუმისა და თბილისის „დინამოს“ საფეხბურთო კლუბების საჩემპიონო შანსებს;
საქართველოს სპორტის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გურამ ძაგანია საუბრობს ახალი სასწავლო წლის სიახლეებზე.
Your browser doesn’t support HTML5