საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის საქმეზე უზენასესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება სამოტივაციო წერილსი გაერშე კითხვებს აჩენს. ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში საუბრისას ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ ომბუდსმენი დაინტერესდება ამ საქმით.
„ჩვენ დავინტერესდით სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით კეზერაშვილის საქმესთან დაკავირებით და როდესაც გამოვითოვეთ გადაწყვეტილება, პირველი პასუხი იყო ის, რომ სასამართლოს არ ჰქონდა გადატყვეტილების სამოტივაციო ნაწილი. ანუ მათ გაჩქარებულად მიიღეს გადაწყვეტილება ანუ მთავარი იყო რომ განაჩენი, გადაწყეტილება ყოფილიყო გამოტანილი. თუმცა სამოტივაციო ნაწილი, რითიც სასამართლო ხსნის თუ, რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილბა. სასამართლოს არ ჰქონდა მიღებული ეს ნამდვილად საგულისხმოა, იმიტომ რომ როდესაც პროცესები წლების განმავლობაში მიმდინარეობს და არ არის საჩქარო გადაწყეტილების მიღება. საგულისხმოა და საყურაღებოდა რატომ იღებს ასე დაჩქარებულად გადაწყვეტილებას უზენაესი სასამართლო. ისე რომ სამოტივაციო ნაწილზეც არ ჰქონდათ მსჯელობა“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ
მისი თქმით, გადამოწმების შემდეგ გაარკვია, რომ სასამართლოს სარეზოლუციო ნაწილი გუშინ მიიღო ომბუდსმენის აპარატმა. თუმცა, ის საკმაოდ მოცულობითია და შესწავლა სჭირდება.
ტელეკომპანია „ფორმულას“ წარმომადგენლების განცხადებით დავით კეზერაშვილს საქართველოში ერთადერთი კომპანია აქვს ეს არის ტელეკომოანია „ფორმულა“ და ტელევიზიის მენეჯმენტი ვარაუდობს, რომ შესაძლოა ამ ქონებას დაედოს ყადაღა, რაც მაუწყებლობას შეუქმნის პრობლემებს.
„ეს ხომ პირველად არ ხდება, ჩვენ მსგავსი სცენარით პროცესების განვითარება ვნახეთ „რუსთავი 2“ -თან და მაშინაც ვნახეთ რამხელა პრობლემები შეუქმნა ტელეკომპანიას ყადაღასათან დაკავშირებით მიღებულმა გადაწყვეტილებებმა და ზოგადად ამ სასამართლო პროცესებმა და რითი დასრულდა საბოლოოდ ეს. მე, სამწუხაროდ, მაქვს ეს განცდა, რომ იგივე წრეზე მივდივართ ამჯერად, ოღონდ სხვა ტელეკომპანიასთან მიმართებით და ძალიან სამწუხაროა და ეს ყველაფერი არ ტოვებს ბუნებრივი პროცესების შთაბეჭდილებას იმ კონტექსტში და იმ რიტორიკის ფონზე რასაც ჩვენ ვხედავთ კრიტიკული მედიასაშუალებების მიმართ. რა თქმა უნდა საეჭვოდ გამოიყურება ეს ყველაფერი. სახალხო დამცველი ჩაერთვება ამ საქმის შესწავლის პროცესში და მეტად დასაბუთებული პოზიციები გვექნება მას შემდეგ რაც ვნახავთ ამ გადაწყვეტილებას“ - განაცხადა ნინო ლომჯარიამ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში.
"ფორმულას" ჟურნალისტის გიორგი თარგამაძის განცხადებით, არჩევნებამდე ორი დღით ადრე ტელეკომპანიის მფლობელის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანა მოწმობს იმაზე, რომ „ქართული ოცნება“ მართლმსაჯულებას იყენებს, როგორც ჩოგბურთს ჩოგანს, საითაც უნდა ბურთს იქით ისვრის.
„ეს არჩევნებამდე ორი დღის ადრე როცა კეთდება ეს პირდაპირი გზავნილია მთელი ქართული საზოგადოებისთვის, მარტო მედიისთვის არა, რას აპირებს „ქართული ოცნება“ არჩევნების შემდეგ , ხელისუფლების გამკრიტიკებელიც არავინ უნდა იყოს და თუ იქნება მათი ხმა ქართულ ტელევიზიაში ქართულ ენაზე არ ისმოდეს“,- განაცხადა გიორგი თარგამანაძემ.
ასევე ნახეთ თავდაცის სამინისტრო ამავე უწყების ყოფილ მინისტრს დავით კეზერაშვილს სასამართლოში უჩივისტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალური დირეტორის ნიკა გვარამიას ინფორმაციით, სასამართლოში ტელეკომპანია "ფორმულას" 51%-იანი წლის დაყადაღების შესახებ განცხადება უკვე შესულია. ამის თაობაზე, მან სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.
"ტელეკომპანია „ფორმულაში“ რაც ახლა ხდება, არის ჟანრის კლასიკა "ქართული ოცნების" მიერ დანერგილი, ეს არის ზუსტად ის რაც ხდებოდა „რუსთავი 2-ში|, ზუსტად ის, რის გამოც მაშინ ეს ყველაფერი დაიწყო, ჩვენ მაშინ უბრალოდ ელჩებმა და სტრასბურგის სასამართლომ გვიშველა. 51%-იანი წლის დაყადაღებაზე, ჩვენი ინფორმაციით, შესულია სასამართლოში წინასწარი ღონისძიების მოთხოვნით განცხადება, ამას არ სჭირდება სარჩელის წინსწრებით შეტანა", - თქვა ნიკა გვარამია.
რადიო თავისუფლემას ყადაღის მოთხოვნასთან დაკავშირებით კითხვით თავდაცვის სამინისტროს მიმართა, უწყებას ჯერჯერობით პასუხი არ გაუცია. საჯარო რეესტრში ტელეკომპანია „ფორმულას“ ქონებრივი ინფორმაიციის მოთხოვნა ჯერჯერობით არ შესულა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ამავე უწყების ყოფილ მინისტრ დავით კეზერაშვილსა და მისი მინისტრობის დროს შესყიდვების დეპარტამენტის უფროს ალექსანდრე ნინუას სასამართლოში უჩივის. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, მოთხოვნა "დანაშაულებრივი ქმედებით მიყენებული ზიანის ანაზღაურებაა".
7 სექტემბერს საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს და ტელეკომპანია "ფორმულის" 51%-იანი წილის მესაკუთრეს დავით კეზერაშვილს უზენაესმა სასამართლომ პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯა. მას სასამართლომ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, თუმცა სასჯელი ამნისტიის შედეგად განახევრდა.
კეზერაშვილის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა უზენაესი სასამართლოს კოლეგიამ სამი წევრის შემადგენლობით. ესენი არიან: შალვა თადუმაძე, ლევან თევზაძე და მერაბ გაბინაშვილი.
2017 წელს სააპელაციო სასამართლომ კეზერაშვილის საქმეზე გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა, რომელიც პროკურატურამ უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა. იმ დროს გენერალური პროკურორის თანამდებობას შალვა თადუმაძე იკავებდა.
კეზერაშვილი გეგმავს მიმართოს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს.