საქართველოს ადგილობრივ არჩევნებს ევროპარლამენტის დელეგაცია დააკვირდება

ევროკავშირის წარმომადგენლობის ცნობით, საქართველოში დანიშნულ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებს ეუთო/ODIHR-ის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში, დააკვირდება ევროპარლამენტი, ეუთო/ODIHR-თან და ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესთან ერთად.

ევროპარლამენტის დელეგაცია შვიდი ევროპარლამენტარისგან შედგება:

  • მიჰაილ გალარი (EPP, გერმანია) – დელეგაციის თავმჯდომარე
  • მირიამ ლექსმანი (EPP, სლოვაკეთი)
  • მარინა კალიურანდი (S&D, ესტონეთი)
  • კატალინ ჩე (Renew, უნგრეთი)
  • მარკეტა გრეგოროვა (Greens/EFA, ჩეხეთი)
  • ჯორდი სოლე (Greens/EFA, ესპანეთი)
  • ანა ფოტიგა (ECR, პოლონეთი)

წარმომადგენლობის ინფორმაციით, ევროპარლამენტარები საქართველოში ჩამოვლენ 29–30 სექტემბერს და, ოფიციალური პროგრამის ფარგლებში, შეხვდებიან ევროკავშირის ელჩს, ეუთოს წამყვან ჯგუფს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, პოლიტიკური პარტიების, წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებს. დელეგაცია ასევე შეხვდება საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერ მინისტრს.

რაც შეეხება არჩევნების დღეს, ეფექტიანი სადამკვირვებლო პროცესის უზრუნველსაყოფად, ისინი არ ასახელებენ იმ საარჩევნო უბნებს/ადგილებს, სადაც დამკვირვებლები მივლენ.

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.