კოალიცია "მედიის ადვოკატირებისთვის" სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მოუწოდებს, შეისწავლოს ფარული საგამოძიებო მოქმედებების ინფრასტრუქტურის ბოროტად გამოყენების საკითხი. დიდი ალბათობით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გაჟონილი ჩანაწერები თუ რეალურია, ჩანს, რომ მოქალაქეთა მოსმენის გადაწყვეტილებას ძალიან მალე, სასამართლოს გვერდის ავლით იღებენ.
ასევე ნახეთ “ჩართეთ უცებ”, - როგორ წყვეტს სუს-ი, ვის მოუსმინოსორგანიზაციები მოუწოდებენ ინსპექტორის სამსახურს:
- გამოიყენოს "სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ" კანონის მე-18 მუხლის მე-7 პუნქტით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილება და შეისწავლოს ფარული საგამოძიებო მოქმედებების ინფრასტრუქტურის ბოროტად გამოყენების საკითხი;
- სახელმწიფო ინსპექტორის აპარატმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიაწოდოს ინფორმაცია 2017 წლიდან დღემდე ე.წ. "მოსმენების საქმესთან" დაკავშირებით, რასაც შესაძლოა, მნიშვნელობა ჰქონდეს საქმის გადაწყვეტისთვის.
"სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური პერიოდულად ატარებს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შემოწმებას, რომლის შედეგები აისახება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშში (ანგარიში საჯაროა). მათ შორის, ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოში შემოწმება (ინსპექტორება) ჩატარდა 2021 წელსაც. შემოწმების მიმდინარეობა განეკუთვნება საიდუმლო ინფორმაციას", - უთხრეს რადიო თავისუფლებას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში.
მოქმედი კანონმდებლობით, სუს-ის სისტემაში შემავალ სააგენტოს აქვს ფარული ელექტრონული მიყურადების სრული შესაძლებლობა. როგორც ორგანიზაციები განმარტავენ, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების თავიდან ასაცილებლად, კანონმდებლობა მოსმენების პროცესში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სავალდებულო ჩართულობას მოითხოვს.
ასევე ნახეთ სუს-ის ხელმძღვანელი გამოკითხვაზე დაბარებაზე: მე რა შუაში ვარ?!.თითქმის ორი კვირის წინ მედიასაშუალებებს ელექტრონულ ფოსტაზე დაუდგენელმა პირმა დაუგზავნა ვებგვერდის მისამართი, სადაც ატვირთული იყო ათასობით ფაილი. ამ ფაილებში, დიდი ალბათობით, სასულიერო პირების, ჟურნალისტების, პარლამენტის წევრების და რიგითი მოქალაქეების საუბრებია აღბეჭდილი. მათი ავთენტიკურობა ჟურნალისტების და საჯარო პირების ნაწილმა დაადასტურა.