სუს-ის ხელმძღვანელი გასაჯაროებულ ფაილებზე: ეკლესიასთან ბრძოლა არავის მოუგია

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი, დიდი ალბათობით, მისი უწყებიდან გასაჯაროებულ ფაილებთან დაკავშირებით საუბრის დროს ამბობს, რომ ეკლესიასთან ბრძოლა არავის მოუგია. ეს არის პირველი კომენტარი, რომელიც მან ამ საკითხზე ორი კვირის განმავლობაში მედიასთან გააკეთა.

"სასულიერო პირებთან და ეკლესიასთან ბრძოლა ჯერ არავის მოუგია მსოფლიოში, ვერ მოიგებენ ვერც საქართველოში. ასე რომ, ყველაფერი წინ არის...

დაელოდეთ, ყურადღებით იყავით, გამოძიების შედეგი იქნება გამჭვირვალე", - თქვა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა.

მან ასევე თქვა, რომ ის გამოძიებას ჯერ არ დაუბარებია.

"პასუხისმგებლობას ვიღებთ ყველა მოვლენაზე, რაც უსაფრთხოებას უკავშირდება... მე ჩემს თავს ვერსად ვერ დავიბარებ... თქვენ რა იცით,

ასევე ნახეთ სუს-ის ხელმძღვანელი გამოკითხვაზე დაბარებაზე: მე რა შუაში ვარ?!. 

სუს-ის თანამშრომლები არ დადიან გამოკითხვაზე... [გამოკითხვაზე დაბარებასთან] მე რა შუაში ვარ?!. თუ ჩათვლის გამოძიება საჭიროდ, გამოიკითხვება ყველა, მაგრამ არ დაიჩაგრებიან უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები, რომელებიც თავის საქმეს აკეთებდნენ", - თქვა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა.

თითქმის ორი კვირის წინ მედიასაშუალებებს ელექტრონულ ფოსტაზე დაუდგენელმა პირმა დაუგზავნა ვებგვერდის მისამართი, სადაც ატვირთული იყო ათასობით ფაილი. ამ ფაილებში, დიდი ალბათობით, სასულიერო პირების, ჟურნალისტების, პარლამენტის წევრების და რიგითი მოქალაქეების საუბრებია აღბეჭდილი. მათი ავთენტიკურობა ჟურნალისტებისა და საჯარო პირების ნაწილმა დაადასტურა.