როგორც ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ოპოზიციის ნაწილის თბილისის მერობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ უთხრა ჟურნალისტებს, მმართველი გუნდის ლიდერებმა მასზე კარგად იციან, რომ „შანსი არ აქვთ“, განწირულები არიან მარცხისთვის და საჯაროდაც უნდა აღიარონ, რომ წელს ოპოზიცია იმარჯვებს.
,,დარწმუნებული ვარ, რომ ბატონმა კალაძემ, კობახიძემ და სხვებმა ჩემზე უკეთ იციან, რომ დამარცხდებიან 2 ოქტომბერს და რომელიმე მათგანი იძულებული იქნება ჩაატაროს „ქართულ ოცნებაში“ და თქვას, რომ ჩვენ ახლოსაც ვერ მივედით შეთანხმების მიერ განსაზღვრულ პროცენტთან და ამიტომ ჩაინიშნება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. ამ ბრიფინგს ვინ ჩაატარებს არ ვიცი, მაგრამ ჩემზე კარგად იციან რომ შანსი არ აქვთ. არიან განწირულები მარცხისთვის და საჯაროდაც უნდა აღიარონ, რომ ოპოზიცია წელს იმარჯვებს. რატომ არ აღიარებენ ესეც გასაგებია, საკუთარი აქტივისტების გასამხნევებლად საუბრობენ, თითქოს მათ კარგად აქვთ საქმე, მაგრამ ისინიც ამ ქვეყანაში ცხოვრობენ და როგორია განწყობა ზედმიწევნით კარგად იციან. რაც არ უნდა გულზე მჯიღი ირტყან კობახიძემ და კალაძემ, რომ საპარლამენტო არჩევნები არ ჩატარდება, მით უფრო დიდი სხვაობით დაშორდებიან 43%-იან ნიშნულს“, - აღნიშნა ნიკა მელიამ.