ვაქცინაციის ბანერების ნაცვლად პოლიტიკური შინაარსის ბანერების გაკვრის თაობაზე დასმული კითხვის პასუხად, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ სამინისტროს პოზიცია ვერ იქნება პოზიტიური ვერც ერთ შემთხვევაში ისეთ ქმედებასთან დაკავშირებით, რომელიც ვაქცინაციის პროცესს აზარალებს.
„რა მოხდა? რატომ მოხდა და რამდენად ხელშეკრულების პირობები დაირღვა, ამაზე ორი მხარე იმჯელებს და შეთანხმდება და დაავადებათა კონტროლის ცენტრს აქვს ეს საკითხი უკვე წამოწეული და დაწყებული“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
მისი სიტყვებით, ვაქცინაციის კამპანიას სჭირდება კიდევ უფრო გაძლიერება და „არა გადაფარვა ნებისმიერი სხვა ალტერნატიული თემით, რაც არ უნდა მნიშვნელოვანი იყოს ეს თემა. გნებავთ სოციალური, გნებავთ ეკონომიკური და გნებავთ პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე“.
არასამთავრობო ორგანიზაცია" სამართლიანმა არჩევნებმა" ცენტრალურ საარჩევნო კომისიას სარჩელით მიმართა თბილისსა და სხვა დიდ ქალაქებში განთავსებული სისხლიანი ბანერების გამო, რომელზეც ოპოზიციის და მედიის წარმომადგენლები არიან გამოსახულები.
ასევე ნახეთ "ქართული ოცნებისთვის" სისხლიანი ბანერები გამოხატვის თავისუფლების რეალიზაციაა ასევე ნახეთ ISFED-მა ცესკოს საჩივრით მიმართა ანონიმურად განთავსებული სისხლიანი ბანერების გამორადიო თავისუფლება შეეცადა გარე რეკლამების მონოპოლისტ კომპანია "ალმასთან" დაკავშირებას იმის გასარკვევად, ვინ დგას სისხლიანი ბანერების უკან - კომპანია ჩვენს კითხვებს არ პასუხობს. მედიაში ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბანერები ბიზნესმენ მიხეილ გაბრიაძის დაკვეთით განთავსდა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ბანერების საკითხს განცხადებით გამოეხმაურა, რომელშიც ეწერა, რომ "თუ ვაქცინაციის მოწოდების ბანერების სხვა შინაარსის ბანერებით ჩანაცვლება სიმართლეს შეესაბამება, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი გმობს ამ ფაქტს და სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ მას ამ პროცესთან არავითარი კავშირი არ აქვს".
.