6 ადამიანი დაიღუპა პერმის უნივერსიტეტში ატეხილი სროლის შედეგად

ოფიციალური ინფორმაციით, 6 ადამიანი დაიღუპა და 28 დაშავდა შეიარაღებული პირის მიერ, პერმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ატეხილი სროლის შედეგად.

პოლიციის ცნობით, სამხედრო ფორმაში გამოწყობილი და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით აღჭურვილი პირი დილის 11 საათზე შეიჭრა სასწავლო დაწესებულების ერთ-ერთ კორპუსში. ტელეგრამის არხით გავრცელებულ ვიდეოზე ჩანს, თუ როგორ ხტებიან ადამიანები ფანჯრებიდან, რათა თავს უშველონ.

მოგვიანებით რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრმა გაავრცელა ცნობა თავდამსხმელის დაკავების შესახებ. მისი ვინაობა დადგენილია. იგი აღმოჩნდა ამავე უნივერსიტეტის 18 წლის სტუდენტი, რომელიც, წინასწარი ინფორმაციით, თავდასხმისთვის დიდი ხნის განმავლობაში ემზადებოდა. კერძოდ, იგი აღწერს ცეცხლსასროლ იარაღზე ნებართვის მიღების პროცედურას. სოციალურ ქსელის „ვკონტაქტე“ მიერ გავრცელებული ცნობების თანახმად, თავდამსხმელის სახელი და გვარია ტიმურ ბეკმანსუროვი.

დაკავების დროს თავდამსხმელი, რომელმაც წინააღმდეგობის გაწევა სცადა, დაიჭრა. რამდენიმე ინტერნეტგამოცემა იუწყება, რომ იგი მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა. ერთ-ერთი თავდამსხმელის ლიკვიდაციის შესახებ ინფორმაცია პერმის მხარის გუბერნატორმა, დმიტრი მახონინმაც გაავრცელა. საგამოძიებო კომიტეტის განცხადებით კი დაჭრილი თავდამსხმელი სამედიცინო დაწესებულებაში მოათავსეს.

*ინფორმაცია განახლებულია