„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე გამოეხმაურა „მთავარი არხის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას მმართველი პარტიის ქარელის შტაბის მეორე სართულის აივნიდან ოპერატორის ლევან აბლოთიას გადმოგდების შესახებ. ის „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებას „ამორალურ ტყუილს“ უწოდებს.
როგორც მდინარაძე ამბობს, „მთავარი არხის“ ჟურნალისტი ბექა ყორშია ცდილობდა პროვოკაციის მოწყობას. დეპუტატის თქმით, ეს არ ყოფილა სიმაღლიდან ვარდნა.
„მათი მოგონილი სიუჟეტის მიხედვით და გაგრძელებად კითხულობდა ჩლიქოსანს, მძმე შეურაცხყოფას აყენებდა იქ შტაბის წარმომადგენლებს, საუბარია, რომ ასე მოიხსენიებდა ჩვენი მერობის კანდიდატს“, - აღნიშნავს მდინარაძე და ამატებს - „მას შემდეგ, რაც გამოაძევეს შტაბიდან, მართლაც იყო იქ გარკვეული სიტყვიერი კამათი და დაპირისპირება ჩვენი შტაბის წარმოანმდგენელსა და ჟურნალისტს შორის, უკანა სვლით, „მთავარი არხის“ ოპერატორი ტოვებდა ტერიტორიას. არის იქ ე.წ. ტერასაზე, კიბის ბაქანზე დაბალი მოაჯირი, ამოედო ამ მოაჯირს, გადავარდა და დაეცა კიბის ზედა საფეხურებზე. ეს არ იყო ვარდნა მაღალი სიმაღლიდან, თუმცა ამას მნიშვნელობა არ აქვს. იმედია, ყველაფერი კარგად იქნება. როგორც გვეუბნებიან (პირველადი მონაცემებით), რაიმე სერიოზული დაზიანება ოპერატორს არ აქვს, თუმცა მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არანაირი ფიზიკური შეხება ოპერატორსა და ჩვენი შტაბის წარმომადგენელს შორის არ ყოფილა. პირდაპირ, გადაჭრით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნიკა გვარამიამ მოიტყუა“.
რაც შეეხება ლევან აბლოთიას ჯაანმრთელობას, ქარელის საავადმყოფოს ექიმი ამბობს: „ავადმყოფის მდგომარეობა არის სტაბილური. დიაგნოზის დაზუსტების მიზნით გადაგვყავს თბილისში. აქვს საეჭვო ბარძაყის ყელის მოტეხილობა".
„მთავარი არხი" იუწყება, რომ მათი ოპერატორი ლევან აბლოთია ოფისის მეორე სართულის აივნიდან გადმოაგდეს. როგორც არხის შიდა ქართლის კორესპონდენტმა გიორგი ახალკაცმა გვითხრა, ოპერატორი მეორე სართულის აივნიდან გადააგდეს. ახალკაცის თქმით, ტელეკომპანიის ოპერატორს ფეხი აქვს დაზიანებული. ის ამჟამად საავადმყოფოშია.
„მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა: „ქართული ოცნების" შტაბის მეორე სართულიდან, „ოცნების" წევრებმა გადმოაგდეს ჩვენი ოპერატორი".
ასევე ნახეთ „მთავარი არხის" ცნობით, მათი ოპერატორი „ოცნების" ქარელის ოფისის მე-2 სართულიდან გადმოაგდესქარელის მერობის კანდიდატის („ქართული ოცნებიდან") ზაზა გულიაშვილის მტკიცებით, „მთავარი არხის" ოპერატორი არავის გადაუგდია ოფისის მეორე სართულის აივნიდან.
გულიაშვილი რადიო თავისუფლება ელაპარაკა პარტიის ოფისში მომხდარი ინციდენტის შესახებ, რა დროსაც ოპერატორი დაშავდა.
კანდიდატი განსხვავებულ ვერისას ჰყვება. მან გვითხრა, რომ ოპერატორი კი არ გადააგდეს, არამედ თავად გადავარდა კიბის მოაჯირიდან და არა აივნიდან.
ასევე ნახეთ „ოცნების" ქარელის მერობის კანდიდატის თქმით, „მთავარი არხის" ოპერატორი თავად გადავარდაშემთხვევის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში გვითხრეს, რომ ჯერჯერობით არკვევენ ინფორმაციას.