სალომე ზურაბიშვილი შეხვდა ნიკოლ ფაშინიანს

სალომე ზურაბიშვილი, ნიკოლ ფაშინიანი.

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შორის პირისპირ შეხვედრა გაიმართა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს რეგიონის სტაბილურობისა და უსაფრთხოების საკითხები. შეხვედრაზე ხაზგასმით აღნიშნეს რეგიონული თანამშრომლობის სამომავლო პოტენციალის გამოყენებისა და განვითარების მნიშვნელობა.

ასევე ნახეთ ნიკოლ ფაშინიანი: ერთმანეთის მხარდაჭერა ის ფორმულაა, რაც ჩვენ ხელს შეგვიწყობს რისკების მართვაში

8 სექტემბერს დაიწყო საქართველოში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ოფიციალური ვიზიტი. მისი დახვედრის ცერემონია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. ფაშინიანი შეხვდა ქართველ კოლეგას ირაკლი ღარიბაშვილს.

ნიკოლ ფაშინიანის ოფიციალური ვიზიტი ხვალ, 9 სექტემბერს დასრულდება.