ჩეხეთის მოქალაქეს 20-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს დონბასელი სეპარატისტების მხარეზე ბრძოლებში მონაწილეობისთვის

ირჟი ურბანეკი (სურათზე მარჯვნივ)

პრაღის სასამართლომ 20 წლით პატიმრობა შეუფარდა არაერთგზის ნასამართლევ ირჟი ურბანეკს, რომელიც დამნაშავედ იქნა მიჩნეული დონბასში ტერორისტული ჯგუფის რიგებში მონაწილეობისთვის.

გამოძიების თანხმად, 2015 წლის დასაწყისში ურბანეკი კვიპროსის გავლით ჩავიდა აღმოსავლეთ უკრაინაში, სადაც იგი შეაიარაღეს თვითგამოცხადებული „დონბასის სახალხო რესპუბლიკის“ სეპარატისტულმა ძალებმა. თავდაპირველად ჩეხეთის მოქალაქე დაკავებული იყო სამეურნეო საქმეებით, მოგვიანებით, 2018 წლისთვის საბრძოლო მოქმედებებშიც იღებდა მონაწილეობას.


სასამართლოს მტკიცებულებით, ურბანეკი არ მალავდა დონბასში სეპარატისტების მხარეზე ბრძოლებში მონაწილეობას. ამის ადასტურებს ის ჩანაწერები და ფოტოები, რომლებიც მსჯავრდებულის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელდა.

სასამართლოზე ერთ-ერთმა მოწმემ განაცხადა, რომ ურბანეკი დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში შემოსავლის მიღების მიზნით გაემგზავრა. კერძოდ, მსჯავრდებული თვეში 15 000 რუსულ რუბლის იღებდა, რაც მისმა დედამაც დაადასტურა.

სასამართლო სხდომაზე ურბანეკის ადვოკატმა განაცხადა, რომ სოციალურ ქსელში პუბლიკაცია არ შეიძლება ჩაითვალოს უტყუარ მტკიცებულებად საბრძოლო მოქმედებებში განსასჯელის მონაწილეობის დასამტკიცებლად.

ჩეხეთში ურბანეკს მისჯილი აქვს 13 ვადა - ძირითადად ავტომობილების ქურდობისა და კერძო ქონების წინააღმდეგ მიმართული სხვადასხვა დანაშაულისთვის.