1831 წელს, რამდენიმე წლით ადრე, ვიდრე ლუი დაგერი პარიზში ფოტოგრაფიას შემოიტანდა, ნიჭიერი მხატვარი ფრედერიკ დიუბუა კავკასიაში ჩავიდა და თან სახატავი და ეპიკური მისია ჩაიტანა.
დიუბუას - შვეიცარიელ-პრუსიელ კეთილშობილ კაცს - რუსი მეფის ნიკოლოზ პირველისგან კურთხევა ჰქონდა, რუსეთის იმპერიის სამხრეთით მთიანი საზღვრის ჩანახატები გაეკეთებინა. დღეს ეს რეგიონი სომხეთი, საქართველო და აზერბაიჯანია.
დიუბუას ცხოვრებაზე ბევრი არაფერია ცნობილი, მაგრამ ის სამი წელი, რომელიც მან კავკასიაში მოგზაურობისას გაატარა (ხანდახან მასზე ამბობენ, რომ ჯაშუშობდა) იმდენად ნაყოფიერი იყო, რომ ევროპაში 11 ტომის საკმარისი მასალით დაბრუნდა. პლუს 5 უზარმაზარი, ილუსტრაციებით სავსე ატლასი.
დღეს დიუბუას ჩანახატები ძალიან იშვიათი და სათუთად დაცულია. 2017 წელს, კავკასიაში მოგზაურობის სრული კოლექცია აუქციონზე 154 ათას დოლარზე მეტად გაიყიდა. ატლასის სამი ტომი რუსეთის მუზეუმებში უნდა ინახებოდეს, ხოლო ერთი, უცნაური პრეისტორიით, საქართველოს ერთ პატარა ბიბლიოთეკაშია დაცული, განდგომილ რეგიონში, აფხაზეთში.
რამდენიმე წარუმატებელი მცდელობის შემდეგ რადიო თავისუფლებამ შეძლო საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკიდან სამი ატლასის ასლები მოეპოვებინა. მადლობა, ბიბლიოთეკის გუნდს - ეს სურათები, რომელიც 200 წლის წინანდელია კრისტალურად სუფთა გამოსახულებით იბეჭდება.
ადგილმდებარეობა გადმოცემულია კავკასიის დღევანდელი საზღვრების მიხედვით.
დიუბუა აღწერს, რომ ტაძრის არქიტექტურა ბიზანტიური და სომხური სტილის ნაზავია.
მოკლე დასკვნაში, რომელმაც შესაძლოა ზოგიერთი ქართველი გააღიზიანოს ვკითხულობთ: „ბიზანტიური სტილი ინტერიერთანაა შეთავსებული, მაშინ როცა გარე ორნამენტები სომხური სტილის იმიტაციას წარმოადგენს“.
მაგაკანიანი ვარაუდობს, რომ ნახატზე უფრო მეტი ხაჩქარი რომ დაეტანა, ენერგიული დიუბუაც კი ვერ აუვიდოდა მათზე გამოსახული დეტალების დახატვას.
„მხატვარმა რამდენიმე ათასიდან მხოლოდ ერთი ხაჩქარი დახატა, რომ მნახველს ის უკეთ აღექვა. რთულია, როცა ხაჩქარების ტყეში დგახარ და ცდილობ ის დახატო“, - ამბობს მაგაკიანი.
როგორც ჩანს, დიუბუას ძალიან მოეწონა მყარი ხიდი. ის მას აღწერს, როგორც „ორ აივანს, რომელიც მდინარეზეა გამოკიდებული და საშუალებას გაძლევს დინებით დატკბე“.
„ადრე აქ მეფემ დააარსა სოფელი, რომ მგზავრებს პურის ჭამა შეძლებოდათ“, - წერს მკვლევარი, - „დღეს არც სოფელია, არც ქარვასლა, მხოლოდ ხიდი დარჩა. მისი სიგრძე 400 ფუტია, სიგანე -14 ფუტი“.
„სომხური სტილის მონუმენტების სერიას ვასრულებ სომხური ტაძრით ახალციხის მთაზე. ტაძარი აშენდა ადგილას, რომელიც ყველაზე კარგად იყო დაცული თურქების მიერ 1828 წლის შემოტევის დროს. ორმოები, რომელიც ტაძრის კედლებზე ჩანს, ზარბაზნიდან სროლის შედეგად არის დარჩენილი“, - წერს დიუბუა.