თბილისში საკეისრო კვეთიდან რამდენიმე დღეში კორონავირუსით გარდაცვლილი 47 წლის ნატო ფხაკაძის ტყუპი ახალშობილების მდგომარეობა მძიმეა. ქალს, რომელიც შვილს 10 წელი ელოდა, საკეისრო კვეთა ქუთაისის კლინიკა "ბომონდში" 19 აგვისტოს გაუკეთეს.
ასევე ნახეთ Covid-19-ით მშობიარობიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალა ქალი, რომელიც შვილს 10 წელი ელოდაკლინიკის ინფორმაციით, ახალშობილები რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობენ, მათი მდგომარეობა დინამიკაში დამძიმდა.
კლინიკის ახალშობილთა რეანიმაციული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ბარათაშვილის ინფორმაციით, საკეისრო კვეთის ჩატარება დედის ინფიცირების და მძიმე მდგომარეობის გამო აუცილებელი იყო.
"28 კვირის ორსულობაზე, ორივე კოვიდდადებითი დაიბადა. შვიდთვიანებიც არ არიან. დაბადებისთანავე აპარატზე გადავიდნენ. რესპირატორული დისტრეს სინდრომით დაიბადნენ, დინამიკაში დამძიმდნენ. კოვიდური პნევმონია აქვთ. 15 დღის არიან, აპარატზე რჩებიან. ყველაფერს ვაკეთებთ ამ ბავშვების გადასარჩენად. ვიბრძვით მთელი განყოფილება", - განაცხადა მარინა ბარათაშვილმა.
კოვიდინფიცირებული 47 წლის ქალი თბილისში, ბოკერიას სახელობის კლინიკაში გარდაიცვალა, ბავშვების გაჩენის შემდეგ მისი მდგომარეობა სტაბილური იყო, თუმცა მოგვიანებით დამძიმდა. ის 1 სექტემბერს რეანიმაციაში გარდაიცვალა.