„დაგვაბრალეს, ბოტები და ტროლები ხართო“ - შშმ პირთა გაძლიერების ალიანსს თაღლითობაში ადანაშაულებენ

შშმ პირთა გაძლიერების ალიანსში (DEA) დასაქმებულმა ოცამდე პირმა პროკურატურას და სახელმწიფო ინსპექტორის აპარატს მიმართა. ისინი აცხადებენ, რომ თაღლითობის მსხვერპლნი გახდნენ.

33 წლის დიანა ჯიშიაშვილი ეტლით მოსარგებლეა. არასამთავრობო ორგანიზაცია DEA-ში მუშაობა თებერვალში დაიწყო. დიანა გვიყვება, რას საქმიანობდა კომპანიაში, რომელსაც, მისივე თქმით, ოფიციალურად ოციოდე წლის დეა-მარია ხორუნჟინა მართავს, ასევე შშმ პირი, თუმცა დასაქმებულებს მასთან ურთიერთობა თითქმის არ ჰქონიათ, მხოლოდ ნინო ჭანიშვილს ეკონტაქტებოდნენ.

არის ასეთი პლატფორმა LIKE 4 LIKE. უნდა გაგვეხსნა სამიექაუნთი“, რომლიდანაც ხალხსვულაიკებდით“, რაც კი სოციალური ქსელებია ყველაზე. ვისაცლაიკებსვუწერდით ძირითად უცხოელები იყვნენ, არაბები და ინდოელები. მერე როგორც მივხვდი, ესლაიკებიიყიდებოდა. თავიდან გვეუბნებოდა [ნინო ჭანიშვილი], რომ ესლაიკებიუნდა გაყიდულიყო და მერე გადაგვიხდიდა. შემდეგ გვითხრა, უბრალოდ, სოციალური ქსელის გამოყენებას გასწავლიდითო. გასაგებია, რომ ყიდდა, თორემლაიკისდა კომენტარის დაწერა ისედაც ყველამ ვიცით. საქართველოში არავის არაფერს ვუწერდით.

შემდეგ ახალი დავალება დაგვიმატა, მონაცემების ბაზა უნდა შეგვექმნა. გვეუბნებოდა ქალაქებს, სადაც უნდა გვეპოვა, მაგ: ქარხნები, ბიზნესასოციაციები ან რამე კომპანიები, ყველას მონაცემები ამოგვეწერა და ასე შემდეგ. შემდეგ უნდა მოგვეძებნა დასაქმების მსურველი შშმ პირები, რომელთათვის უნდა გამოგვერთმია პირადობის ნომრები, ამათაც სამი მეილი უნდა შეექმნათ და პაროლები გამოგვერთმია“, - ჰყვება დიანა ჯიშიაშვილი.

ნინო ჭანიშვილი, რომელიც DEA​-ს წარმომადგენელია, გვეუბნება, რომ ორგანიზაცია შშმ პირებს უბრალოდ სოციალური მედიის გამოყენებას ასწავლიდა: არაფერლაიკსარ ვყიდდი, მოგონილია! ვასწავლიდით როგორ ემუშავათ პლატფორმებზე: Google, Yahoo, Youtube... რა თქმა უნდა, სოციალური მედიამარკეტინგი არის ის, რომ სწავლის მერე სერვისი შევთავაზოთ კლიენტებს, მაგრამ კლიენტებამდე ვერ მივედით, გზაში გაგვაჩერეს. დაგვაბრალეს, ბოტები და ტროლები ხართო. არანაირი ბოტები და ტროლები“, - ამბობს ის.

„არაფერი პოლიტიკური ამაში არ იყო“

ალიანსი DEA​, რომელიც, ოფიციალურად, შშმ პირთა გაძლიერებას ისახავს მიზნად, ერთი წელია არსებობს. ოქტომბრიდან ორგანიზაციამ წამოიწყო პროგრამა, რომლის ფარგლებში თავდაპირველად ათამდე ადამიანი იყო დასაქმებული, მათ შორის, შშმ პირები. ორგანიზაციის წარმომადგენლის, ნინო ჭანიშვილის თქმით, DEA​ მათ სოციალური მედიის მარკეტინგს ასწავლიდა და ამაში ფულსაც - 300 ლარს - თავად უხდიდა. სამომავლო გეგმები ასეთი იყო - უნდოდათ მეტი ხალხი შემოეკრიბათ და შეექმნათ გუნდი, რომელიც კომერციულ პროექტებზე იმუშავებდა.

ვასწავლიდით, რადგან შემდეგ სერიოზული პროექტი უნდა აგვეღო და გვემუშავა. შშმ პირები მთელ მსოფლიოში მსგავს სექტორებში მუშაობენ. ამას ჰქვია Affiliate Marketing [პროცესი, როცა ადამიანი იღებს საკომისიოს (პროდუქტის ფასის გარკვეულ პროცენტს) სხვისი პროდუქტების გაყიდვით, .]. „ამაზონმაამ მარკეტინგით იშოვა ტრილიონები, მაგრამ ჩვენ პირდაპირამაზონზეხომ არ ჩავერთვებოდით და რაღაცა პლატფორმა ვიპოვეთ, სადაც ამ ხალხს ვამეცადინებდით. არაფერი პოლიტიკური ამაში არ იყო, უბრალოდ, მინდოდა სიახლე შემომეტანა“, - ამბობს ნინო ჭანიშვილი.

მონიტორინგის ჯგუფის წევრებისთვის ბუნდოვანი იყო იმ დავალებების შინაარსი, რომლის შესრულებაც უწევდათ სტაჟიორებს.

სოციალური მედიის ექსპერტი ნინო რიჟამაძე განმარტავს, რომ სოციალური მედიის პლატფორმები კრძალავენ ნებისმიერი აქტივობას, რომელიც ბუნებრივი არ არის.

თუ პოსტებს, ვიდეოებს იწონებენ მხოლოდ იმის გამო, რომ ამაში ვიღაცამ ფული გადაიხადა, მსგავსი ქმედება უშუალოდ მედიაპლატფორმების, იგივე Facebook, Youtube… პოლიტიკას ეწინააღმდეგება და აკრძალულია“, - ამბობს ნინო რიჟამაძე.

გაუგებარი, „არაიდენტიფიცირებული“ საქმიანობა

აპრილიდან DEA​-ს შშმ პირების გაძლიერების პროგრამაში დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო ჩაერთო. სააგენტომ „სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში, 6 აპრილს DEA​-სთან სტაჟირების მომსახურების ხელშეკრულება გააფორმა. ორგანიზაციაში სტაჟიორად დაახლოებით ასამდე ადამიანი დარეგისტრირდა. რამდენიმეს გარდა ყველა მათგანი შშმ პირი იყო. სააგენტოს სტაჟირების ჰონორარი, თვეში 200 ლარი, უნდა გადაეხადა, პროგრამა კი მაქსიმუმ სამი თვის განმავლობაში უნდა გაგრძელებულიყო. თუმცა, სააგენტომ არასამთავრობო ორგანიზაციასთან ურთიერთობაზე მალევე თქვა უარი. მიზეზად დაასახელა ის, რომ ვერ ხერხდებოდა მისი საქმიანობის მონიტორინგი.

სააგენტოს განცხადებით, ვერ მოხერხდა სამუშაო-სასწავლო პროცესზე დაკვირვება და სამუშაოს შინაარსის იდენტიფიცირება. მიუხედავად მცდელობისა, მონიტორინგის ჯგუფის წევრებისთვის ბუნდოვანი იყო იმ დავალებების შინაარსი, რომლის შესრულებაც უწევდათ სტაჟიორებს. სააგენტომ გამოკითხა სტაჟიორები, რის შედეგადაც გაირკვა, რომ მათი ერთი ნაწილისთვის არ იყო სრულად ნათელი დაკისრებული სამუშაოს მიზნობრიობა.

„დღეს გადაგიხდი, ხვალ გადაგიხდი, აი, ახლა ბანკში ვარ, ნოტარიუსი მჭირდება... ყოველდღე ტყუილები.
დიანა ჯიშიაშვილი

დღეს სააგენტოსა და ალიანსს შორის გაფორმებული ხელშეკრულება, სტაჟირების მომსახურების შესახებ, შეჩერებულია და ამჯერად მის საბოლოო შეწყვეტაზე მუშაობენ.

„4 მაისს დაიწყეს სტაჟიორებმა მუშაობა. 4 ივნისს [სააგენტომ] გვითხრა, რაღაც არ მოგვწონსო. ივლისის პირველ კვირაში ისევ ძალიან ბუნდოვანი პასუხი გაგვცეს და ნათლად ჩანდა, რომ არავინ არაფერს არ გადაიხდიდა, ამიტომ შევაჩერეთ მუშაობა“, - ამბობს ნინო ჭანიშვილი.

დიანა ჯიშიაშვილი, რომელიც ორგანიზაციაში თებერვლიდან მუშაობს, აცხადებს, რომ ხელფასს მხოლოდ ორი თვის განმავლობაში იღებდა. აპრილიდან გასამრჯელო აღარ მიუციათ, თუმცა, ამასობაში დააწინაურეს და ხელფასიც „მოუმატეს“. მისივე თქმით, იმავე მდგომარეობაშია კომპანიაში დასაქმებული ასამდე ადამიანი, ზოგს ერთი თვის დავალიანება აქვს, ზოგს ორის და ზოგს მეტის.

დიანას თქმით, გარდა იმისა, რომ თანამშრომლებს ხელფასების პრობლემა შეექმნათ, მათ ვერც ხელშეკრულებების დადება მოახერხეს.

დღეს გადაგიხდი, ხვალ გადაგიხდი, აი, ახლა ბანკში ვარ, ნოტარიუსი მჭირდება... ყოველდღე ტყუილები. ხელშეკრულებებზეც ასე გვატყუებდა და ახლა საერთოდ გააჩერა ორგანიზაცია, აგვისტოს ვისვენებთო“, - ამბობს დიანა ჯიშიაშვილი.

ორგანიზაციაში ასამდე შშმ პირი იყო დასაქმებული.

უფლებადამცველი ესმა გუმბერიძეც ჰყვება, რომ ორგანიზაცია DEA​ უკვე თვეებია დასაქმებულებს ხელფასს არ უხდის. ამასთან, ორგანიზაციას შეგროვებული აქვს შშმ პირების პირადი ინფორმაცია, რომელიც შეიძლება არასათანადოდ გამოიყენოს.

ახლა დასაქმებულები რომ ცდილობენ, იურისტებს მიმართონ, ეს ქალი [ნინო ჭანიშვილი] ემუქრებათ, საერთოდ აღარაფერს მიიღებთო“, - ამბობს ესმა გუმბერიძე.

ნინო ჭანიშვილი კატეგორიულად უარყოფს, რომ ორგანიზაციის საქმიანობა რამენაირად კრიმინალს უკავშირდება. ამბობს, რომ მისთვის საერთოდ გაუგებარია, რატომ მოჰყვა ამხელა ამბავი ქვეყანაში სიახლის დანერგვის მცდელობას.

ერთი თვე ვიმუშავეთ ტყუილადო. ჩვენი გადასახდელი ეს თანხა არ არის, სააგენტოს უნდა გადაეხადა. მაგრამ მაინც დავპირდით, თუ სააგენტო არ გადაიხდის, იმ ერთ თვესაც ჩვენ გადაგიხდით, ოღონდ გვადროვეთ-მეთქი. ის, რომ თვეების განმავლობაში არ ვუხდიდით ხელფასს, ეს არის აბსოლუტური სიცრუე“, - ამბობს ნინო ჭანიშვილი.

შშმ პირებმა, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ თაღლითობის მსხვერპლნი გახდნენ, მიმართეს როგორც პროკურატურას, ასევე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში აცხადებენ, რომ ამ საკითხზე მოკვლევა უკვე დაიწყეს.