ფოტოებში: დროებითი თავშესაფარი ავღანელი ლტოლვილებისთვის

ათასობით ავღანელი ლტოლვილი განათავსეს აშშ-ის სამხედრო ბაზებზე, წითელი ჯვრის ბანაკებში და სხვა დროებით თავშესაფრებში, მთელ ევროპაში და მათ შორის, საქართველოში.

ავღანელი ევაკუირებულები თბილისის დროებით თავშესაფარში.

შეერთებულმა შტატებმა და მისმა მოკავშირეებმა 123,000-ზე მეტი უცხოელი და რისკის ქვეშ მყოფი ავღანელი გამოიყვანეს ქაბულიდან 14 აგვისტოს შემდეგ.

თალიბანი ახლა სრულად აკონტროლებს ქაბულის საერთაშორისო აეროპორტს მას შემდეგ, რაც აშშ-ს უკანასკნელმა სამხედრო თვითმფრინავმა დატოვა ასაფრენი ბილიკი. ამით დასრულდა შეერთებული შტატების ყველაზე გრძელი, 20 წლიანი ომი ავღანეთში.

რამშტაინი, გერმანია, 30 აგვისტო.

რამშტაინის საჰაერო ბაზა გახდა ავღანეთიდან ხალხის ევაკუაციის ოპერაციის მთავარი კერა. საბოლოო დანიშნულების ადგილისკენ გამგზავრებისთვის მზადების პარალელურად, ევაკუირებულებმა მიიღეს დროებითი საცხოვრებელი, საკვები, წყალი და სამედიცინო დახმარება.

ავღანეთიდან ევაკუირებულები ელოდებიან ფრენას აშშ-სკენ.

ავღანელი ლტოლვილი ბავშვები აშშ-ს არმიის რაინის საბრძოლო ბარაკის დროებით თავშესაფარში. კაიზერსლაუტერნი, გერმანია, 30 აგვისტო.

დროებითი საცხოვრებლები რამშტაინის სამხედრო ბაზაზე.

ავღანელი ლტოლვილი ქალი. ავეზანო, იტალია, 30 აგვისტო.

ავღანელი ლტოლვილები - 25 წლის ასმა ჰალიმი და 29 წლის მოჰამედ ომერ აიუბი - საუბრობენ რაზაის მიმღები ცენტრის ეზოში. 30 აგვისტო, საფრანგეთი, პირიაკ-სურ-მერი.

ავღანელი ევაკუირებულები კარავში. 27 აგვისტო, ტირანა, ალბანეთი. ალბანეთი შეიფარებს 4 000 ავღანელ ლტოლვილს.

ავღანელი ლტოლვილები თბილისის დროებით თავშესაფარში.