ქაბულის საერთაშორისო აეროპორტის სიახლოვეს, საცხოვრებელ უბანში მდებარე სახლს 29 აგვისტოს რაკეტა დაეცა - მას შემდეგ, რაც აშშ-ის ოფიციალური პირები გამოდიოდნენ გაფრთხილებით ტერორისტული თავდასხმის საფრთხის შესახებ.
ავღანეთის პოლიციის ხელმძღვანელმა სააგენტო ასოშიეიტედ პრესს უთხრა, რომ თავდასხმას ბავშვი შეეწირა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის უკისრია.
აფეთქება მოხდა იმ ფონზე, როცა აშშ-ის დარჩენილი ძალები ქაბულის დასატოვებლად ემზადებიან. აეროპორტში რჩება 1000-ზე ცოტა მეტი სამოქალაქო პირი, რომელთა ევაკუაციაც ავღანეთიდან სამხედროების საბოლოო გამოსვლამდე უნდა მოხდეს.