ქავთარაძის ქუჩაზე მოწყობილ საველე ჰოსპიტალში პაციენტი გარდაიცვალა

საველე ჰოსპიტალში, რომელიც თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზეა მოწყობილი, კოვიდინფიცირებული პაციენტის გარდაცვალების ამბავი გუშინ საღამოს გავრცელდა.

მომხდარი მედიას დაუდასტურა კოვიდ-დეპარტამენტის კოორდინატორმა მერაბ ჩიქოვანმა, თუმცა აღნიშნა, რომ უფრო სრულყოფილ ინფორმაციას საზოგადოებას მიაწვდის 29 აგვიტოს. მედიაში ამ დროისთვის ვრცელდება ინფორმაცია, რომ პაციენტის კლინიკაში გადაყვანა ვერ მოხერხდა.

ქავთარაძის ქუჩაზე მოწყობილ საველე ჰოსპიტალში ამ ეტაპზე 82 პაციენტი მკურნალობს.