24 აგვისტოს უკრაინა დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ „იაროსლავ ბრძენის ორდენით“ დააჯილდოვა ქართველი მომღერალი და მსახიობი ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძე.
კიკაბიძე ამჟამად საქართველოს პარლამენტის წევრია. ის ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერობით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის შექმნილი საარჩევნო ბლოკის პარტიული სიის პირველი ნომერი იყო.
დაჯილდოების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა ხატია დეკანოიძემ, ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ თავმჯდომარემ.
19 ივლისს საქართველოში ვიზიტის დროს, ბათუმის კონფერენციის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაბადების დღე მიულოცა ბუბა კიკაბიძეს.
ასევე ნახეთ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბუბა კიკაბიძეს დაბადების დღე მიულოცა23 აგვისტოს ზელენსკიმ უკრაინაში ვიზიტით მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დააჯილდოვა პირველი ხარისხის ორდენით „დამსახურებისთვის“.
ასევე ნახეთ ზელენსკიმ ღარიბაშვილი დააჯილდოვა პირველი ხარისხის ორდენით „დამსახურებისთვის“