ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარმ მიშელი ტვიტერის გვერდზე ეხმაურება საქართველოს პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან გამართულ არაფორმალურ შეხვედრას და საქართველოს შეთანხმების ერთგულებას შეახსენებს, ამ კონტექსტში ევროკავშირის ფინანსურ მხარდაჭერაზეც საუბრობს.
„საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან ხაზი გაესვა, რომ რეფორმები ახლა საჭიროა ისე, როგორც არასდროს, მიკროფინანსური დახმარების გაცემის თარიღი ახლოვდება და დროა, საქართველოს მთავრობამ აჩვენოს შეთანხმებებისა და რეფორმების დღის წესრიგის ერთგულება“, - წერს შარლ მიშელი.
კიევში ვიზიტით მყოფ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს შორის არაფორმალური შეხვედრა 23 აგვისტოს გაიმართა. ღარიბაშვილი და მიშელი ერთმანეთს ყირიმის პლატფორმის სამიტის ფარგლებში შეხვდნენ.
ასევე ნახეთ ირაკლი ღარიბაშვილსა და შარლ მიშელს შორის კიევში არაფორმალური შეხვედრა გაიმართასაქართველოს კორონავირუსის ეპიდემიით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური შედეგების დასაძლევად ევროკავშირმა 180 მილიონი ევროს მოცულობის დახმარების პაკეტი და 150 მილიონი ევროს მიკროსაფინანსო დახმარების მობილიზება მოახდინა. ამ თანხის ნახევარი საქართველომ 2020 წლის ნოემბერში მიიღო.
28 ივლისს, პარტიამ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ ანულირებულად გამოაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის ინიციატივით ოპოზიციის ნაწილთან 19 აპრილს მიღწეული შეთანხმება.