დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განმარტებით, ჯერჯერობით მიმდინარეობს ამ ფაქტის მოკლევა. კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით ორგზის აცრილი პირის გარდაცვალების შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
პაატა იმნაძის განმარტებით, საუბარია ვაქცინირებულთა გარდაცვალების ორი შემთხვევის შესახებ.
„ჯერჯერობით მიმდინარეობს ამ ფაქტის მოკლევა. ისევე როგორც წინა ფაქტის მოკვლევა. 100%-იანი ამ ქვეყანაზე არაფერი არ არსებობს, როდესაც ქვეყანაში სრულად აცრილი არის 290 ათასი ადამიანი (სრულად ვაქცინირებულია 294 365 ადამიანი), აქედან რამდენთან არის მეორე აცრიდან გასული 2 კვირა. არითმეტიკაა, შევადაროთ. ამ 290 ათასიდან ვისაც დაემართა, 1 გარდაიცვალა და შეადარეთ იმას, რომ ჩვენ უკვე 6 ათასი გარდაცვლილი გვყავს ქვეყანაში. ყველაფერი შედარებითია“, - განაცხადა პაატა იმნაძემ მედიასთან საუბარში. ის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად კახეთის რეგიონში იმყოფება.
პაატა იმნაძემ არ გასცა პასუხი შეკითხვებს, თუ რამდენი ხანი იყო გასული მეორე ვაქცინაციიდან, ცნობილია, რომ ვაქცინაციიდან ორი კვირის შემდეგ ყალიბდება იმუნიტეტი, რა ასაკის იყო პაციენტი, რა ქრონიკული დაავადებები ჰქონდა მას და როდის მოხვდა კლინიკაში.
„პერსონალურ ინფორმაციას მის ჯანმრთელობაზე, გარდაცვალებაზე, მის აცრაზე, პერსონალურ ინფორმაციას მე ვერ გავცემ“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.
ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ 23 აგვისტოს ჟურნალისტებთან საუბრისას დაადასტურა, რომ საქართველოშიც დაფიქსირდა ორჯერ აცრილი ადამიანის გარდაცვალების ფაქტი, თუმცა შენიშნა, რომ მსგავსი შემთხვევები არის უიშვიათესი.
ასევე ნახეთ ჯანდაცვის მინისტრი: გვაქვს ორჯერ აცრილი ადამიანის გარდაცვალების შემთხვევაც, მაგრამ ეს არის 0,001%გასულ 24 საათში საქართველოში, კორონავირუსის 2 354 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 60 პაციენტი.
23 აგვისტოს მონაცემებით
- სულ ჩატარებულია 979 813 აცრა
- სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 685 448 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 24.0%
- სრულად ვაქცინირებულია 294 365 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 10.3%
- 22 აგვისტოს აიცრა 17 670 ადამიანი.