წინასწარი რეგისტრაციის გარეშე საქართველოში ვაქცინაცია რვა მისამართზე არის შესაძლებელი 

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო აქვეყნებს იმ დაწესებულებების ჩამონათვალს, სადაც ქვეყნის მასშტაბით შესაძლებელია წინასწარი რეგისტრაციის გარეშე ვაქცინაცია:

  • თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსტიტეტის პირველი კორპუსის სივრცე (ვაჟა-ფშაველას გამზირი 33) - ვაქცინაცია შესაძლებელია: ფაიზერის ვაქცინით. ცენტრი მუშაობს მუშაობს ყოველ დღე (დასვენების დღეების ჩათვლით) 09:00-დან 20:00-მდე
  • ტექნიკური უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსი (სააკაძის მოედანი, კოსტავას ქუჩა 77) - ვაქცინაცია შესაძლებელია: ფაიზერით, სინოვაკით, სინოფარმით. ცენტრი მუშაობს ყოველ დღე (დასვენების დღეების ჩათვლით) 10:00-დან 20:00- მდე შესვენების გარეშე
  • საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი (სეუ) (წინანდლის ქუჩა 19) - ვაქცინაცია შესაძლებელია: ფაიზერით, სინოვაკით, სინოფარმით. ცენტრი მუშაობს ყოველ დღე (დასვენების დღეების ჩათვლით) 10:00-დან 18:00 სთ-მდე შესვენების გარეშე
  • „ექსპრეს მედიქალ სერვისი“ თბილისის ზღვის პლაზა ჰუალინგი (ჯუმბერ ლეჟავას ქუჩა 22) - ვაქცინაცია შესაძლებელია: ასტრაზენეკათი, ფაიზერით, სინოფარმითა და სინოვაკით. ცენტრი მუშაობს მუშაობს ყოველ დღე (დასვენების დღეების ჩათვლით) 10:00-სთ-დან 17:30-მდე
  • სავაჭრო ცენრი "ლილო მოლი" (კახეთის გზატკეცილი 112) - ვაქცინაცია შესაძლებელია სინოფარმის ვაქცინით. ცენტრი მუშაობს 10:00-დან 16:00-მდე, შესვენება 13:00-14:00
  • მცხეთის სამედიცინო ცენტრის ვაქცინაციის სივრცე მცხეთის სპორტულ გამაჯანსაღებელ კომპლექსში (სამხედროს ქუჩა 9) - ვაქცინაცია შესაძლებელია: ფაიზერის ვაქცინით. ცენტრი მუშაობს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00-დან 18:00-მდე, შესვენების გარეშე.
  • ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი (რუსთაველის/ნინოშვილის ქუჩა 32/35) - ვაქცინაცია შესაძლებელია: ფაიზერით, სინოვაკითა და სინოფარმით. ცენტრი მუშაობს ყოველ დღე (დასვენების დღეების ჩათვლით) 10:00-დან 17:00-მდე, შესვენების გარეშე
  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი (რუსთაველის ქუჩა 89) - ვაქცინაცია შესაძლებელია: სინოფარმითა და სინოვაკით. ცენტრი მუშაობს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00-დან 18:00-მდე, შესვენების გარეშე.

საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 59 პაციენტი. ეს ეპიდემიის განმავლობაში ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია.

20 აგვისტოს დილის მონაცემებით, ქვეყანაში სულ გაკეთებულია 907 665 აცრა. სრულად, ორივე დოზით აცრილია 266 962.