ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე, მოფარიკავეთა ასპარეზობისას, სანდრო ბაზაძისა და უნგრელი არონ სილადის შეხვედრისას მსაჯის არაობიექტურმა გადაწყვეტილებამ გავლენა იქონია საბოლოო შედეგზე და ამ ფაქტს იხსენებს სეოკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი და სანდრო ბაზაძე;
პარალიმპიური თამაშების დაწყების წინა დღეებში ჩვენი სპორტსმენების მზადებაზე ტოკიოდან გვიამბობს სპორტული ჟურნალისტი გიორგი ჭანიშვილი;
ბოლოს კი გავიმეორებთ ტოკიო 2020-ზე გამგზავრების წინა დღეების ინტერვიუს ფრაგმენტს ნინო სალუქვაძესთან, რომელმაც ტოკიოშივე მიიღო ასპარეზობიდან წასვლის გადაწყვეტილება, რაც აშკარად ნაადრევია 9 ოლიმპიური თამაშების მონაწილე სპორტსმენისათვის...
Your browser doesn’t support HTML5