ოპოზიციური პარტიების ნაწილმა - „დროამ“, „ევროპულმა საქართველომ“, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „გირჩმა“ - საერთო კანდიდატები წარადგინა თბილისში, 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის.
მაჟორიტარ კანდიდატებს შორისაა ელენე ხოშტარია, პარტია „დროას“ ლიდერი, რომელიც ოპოზიციის ნაწილმა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატად დაასახელა.
„დროადან“ კანდიდატები არიან:
- გლდანი - ელენე ხოშტარია;
- ვაკე - ბათუ ქუთელია;
- კრწანისი - თამაზ ახობაძე.
„გირჩი - მეტი თავისუფლებიდან“ კანდიდატები არიან:
- მთაწმინდა - თენგო კირთაძე;
- საბურთალო - ბორის ყურუა;
- დიდუბე - ნიკა მოსიაშვილი;
- ნაძალადევი - ბადრი გრიგალაშვილი;
- თბილისის ვიცე-მერობის კანდიდატი - ცოტნე კობერიძე.
„ევროპული საქართველოდან“ კანდიდატები არიან:
- ჩუღურეთი - გიორგი ნონიაშვილი;
- ისანი - ბესო დონაძე;
- სამგორი - დავით ჟღენტი.
„ნაციონალური მოძრაობა“ თბილისში საკუთარ კანდიდატებს არ ასახელებს. პარტიის თავმჯდომარე, ნიკა მელია წარდგენილია როგორც ოპოზიციური პარტიების ნაწილის საერთო კანდიდატი თბილისის მერის პოსტზე.
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს ჩატარდება.