თბილისის მერიის ცნობით, 16 აგვისტოდან ოთხ სექტემბრამდე, მოქალაქეებს ამცრელ პუნქტებთან მისასვლელად სპეციალური ტრანსპორტი დამატებით რამდენიმე მისამართზე მოემსახურება.
ავტობუსი მოქალაქეებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ამცრელი სივრცის (კოსტავას 77) მიმართულებით, გლდანის VII-VIII მ/რაიონის შემაერთებელი გზიდან (პაიჭაძის ქ. პოლიკლინიკის მიმდებარე ტერიტორია), 10:00-დან 20:00-მდე გადაიყვანს.
შპს „გაგუას კლინიკის“ (ლუბლიანას ქ. №13/მ. ჭიაურელის №6) მიმართულებით, მგზავრებს 09:00-20:30 საათების განმავლობაში, მოემსახურება ავტობუსი, რომელიც გაივლის შემდეგ მარშრუტს: დიდი დიღომი IV მ/რ, კორპუსი #6-ის მოპირდაპირე ტერიტორიიდან - დ. - პაიჭაძის ქუჩამდე (პოლიკლინიკის მიმდებარედ).
სპეციალური ტრანსპორტი 14 აგვისტოდან დაინიშნა.
ასევე ნახეთ როგორ მივიდეთ აცრაზე - ტრანსპორტის მოძრაობის მარშრუტიდაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ დღეს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, გუშინ, 15 აგვისტოს, აიცრა 14 784 ადამიანი. 15 მარტიდან გაკეთებულია 806 681 აცრა. მათგან სრულად, ორივე დოზით აცრილია 238 871.
2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 484 254 შემთხვევა. მათგან 425 651 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 6436 ადამიანი.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 52 141, საიდანაც 6 986 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში.