„ძალის უძლურება“ ანუ რა მოხდა ავღანეთში - ინტერვიუ ისტორიკოს ბექა კობახიძესთან

Your browser doesn’t support HTML5

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის „თანამედროვე საქართველოს ისტორიის“ სამაგისტრო პროგრამის თანახელმძღვანელი, ისტორიკოსი ბექა კობახიძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში ავღანეთში განვითარებულ მოვლენებს აფასებს.
ის საუბრობს დღეს ქაბულში განვითარებული მოვლენების წინაპირობებზე, 1990-იანი წლების შემდგომ შეცვლილ მსოფლიო პოლიტიკაზე, ამერიკის სტრატეგიაზე რეგიონში, იმაზე, თუ რას შეიძლება ნიშნავდეს თალიბების მართული ქვეყანა და რა ბედი ელის ავღანეთს. როგორ შეიძლება იმოქმედოს დიდმა პოლიტიკურმა ცვლილებებმა საქართველოზე, ხომ არ დარჩება ის რეგიონში მარტო, ასევე იმაზე, თუ რა სტრატეგიას აირჩევს რუსეთი, ჩინეთი თუ ირანი. ბექა კობახიძე ამბობს, რომ მსოფლიომ დაინახა ერთი რამ - სამხედრო გზით თალიბანის პრობლემა არ გვარდება. ამიტომ ახლა სწორედ თალიბანის ხელშია რა პრიორიტეტებს შესთავაზებს ის სამყაროს - ვის გაიხდის მტრად და ვის მოკავშირედ.