ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ისრაელმა კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატის საქართველოში გამოსაცდელად საკმარისი დოკუმენტაცია ვერ წარმოადგინა. ეკატერინე ტიკარაძე ასე გამოეხმაურა ჟურნალისტების კითხვას, რატომ ჩაიშალა მედიკამენტის საქართველოში შესაძლო გამოცდის პროცესი.
„ეს პრეპარატი არ წარმოადგენდა სანდო პრეპარატს, მათ ვერ წარმოადგინეს საკმარისი დოკუმენტაცია იმისათვის, რომ ჩვენ გვქონოდა საკმარისი საფუძველი ამ პრეპარატის საქართველოში გამოსაცდელად და საქართველოს მოსახლეობის უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენ ეს ვერ მივიღეთ როგორც სანდო პრეპარატი“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
ისრაელი დაინტერესებული იყო პრეპარატ EXO-CD24-ის საქართველოში გამოცდით. თელ-ავივის სურასკის სამედიცინო ცენტრის დამფუძნებელი COVID-19-ის კვლევის მიმართულების ხელმძღვანელი, ნადირ არბერი, 20 მაისს თბილისში იმყოფებოდა და ქართველ კოლეგებსა და ჯანდაცვის მინისტრს შეხვდა.
ასევე ნახეთ საქართველო გამოცდის ისრაელში შექმნილ COVID-ის საწინააღმდეგო პრეპარატსმან თებერვალში განაცხადა, რომ კოვიდ-19-ის სამკურნალო პრეპარატმა EXO-CD24-მა კლინიკური კვლევების პირველი ფაზის შემდეგ წარმატებული შედეგი აჩვენა და იმ 30 საშუალო და მძიმე პაციენტიდან, რომლებსაც პრეპარატით უმკურნალეს, 29-მ კლინიკა 3-5 დღეში დატოვა. 30-ე პაციენტიც გამოჯანმრთელდა, თუმცა, მისი გამოჯანმრთელების პროცესი შედარებით დიდხანს გაგრძელდა.
წამლის მიღება ინჰალაციის საშუალებით ხდება. მკურნალობა 5 დღეს გრძელდება. პაციენტს პრეპარატი დღეში ერთხელ, რამდენიმე წუთის განმავლობაში მიეწოდება. პრეპარატის შესუნთქვა პირდაპირ ფილტვებში ხდება, რათა მძიმე და კრიტიკულ პაციენტებში არ განვითარდეს COVID-19-ის მიერ გამოწვეული ციტოკინური შტორმი.
ასევე ნახეთ საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ახალი ვაქცინის გამოცდა იგეგმებამოელოდნენ, რომ საქართველო, სავარაუდოდ, კოვიდსაწინააღმდეგო პრეპარატის კლინიკური კვლევის მესამე ფაზაში ჩაერთვებოდა, თუმცა ეს აღარ მოხდება.