თალიბანის შემოსვლის შემდეგ ქალები ბურკის ქვეშ გაუჩინარდნენ

რაც უფრო უახლოვდებოდნენ თალიბები ქაბულს, მით უფრო მატულობდა ბურკის ფასი. ქალებს არ უნდათ, თალიბების დევნის სამიზნე გახდნენ.

1 ივლისი - ბურკაში ჩაცმული ქალი აშშ-ის ყოფილი ბაზების ახლოს გზას მიუყვება.

ბურკა არის ჩასაცმელი, რომელიც სრულად ფარავს სხეულს, მათ შორის სახეს. თვალების ადგილას ბურკას ბადე აქვს ჩადგმული. ზოგიერთი მუსლიმი ფუნდამენტალისტი ყურანის სადავო ციტატებს ისე განმარტავს, თითქოს ყურანი ქალებისგან სხეულის სრულად დაფარვას მოითხოვდეს.

30 ივლისი - გასაყიდად გამოტანილი ბურკები.

30 ივლისი - გასაყიდად გამოტანილი ბურკები.

ქალი ბურკაში ბავშვებთან ერთად 4 აგვისტოს, ყანდაარში, იმ დროისთვის ქალაქში ერთმანეთს ავღანეთის სამთავრობო ძალები და თალიბები ებრძოდნენ.

ბევრისთვის თალიბანის ავღანეთში დაბრუნება ქალთა უფლებების მასობრივ დარღვევებს მოასწავებს, ისევე როგორც ეს 1996-2001 წლებში იყო.

28 წლის მაჯანმა რადიო თავისუფლებას უამბო, რომ მან და მისმა დებმა ბურკა ახლახან შეიძინეს.

„ადრე უბრალოდ ჰიჯაბს ვატარებდით, მაგრამ რადგან ვითარება უარესდება, ბურკას საყიდლად მოვედით. ქალებს არ სურთ ბურკას ტარება, მაგრამ იძულებულები არიან ასე მოიქცნენ, ეს აუცილებელი ხდება“.

7 აგვისტო, ქალი ქაბულში.

ზოგიერთი ბურკის ტარებას მას შემდეგაც აგრძელებდა, რაც 2001 წელს თალიბანი დაემხო. ეს სამოსი დაახლოებით 25-80 დოლარი ღირს. მას ბოლო წლების განმავლობაში სულ უფრო ნაკლებად ატარებდნენ.

2 აგვისტო, მიტინგზე შეკრებილი ქალები, ისინი თალიბანის მხრიდან მოსალოდნელ ძალადობას აპროტესტებენ.

ავღანელი ქალებიდან ბევრი სახალხოდ მხოლოდ თავსაფარს ან სულაც არაფერს ატარებს. მაგრამ თალიბანის შემოსვლის შემდეგ მოსალოდნელია, იძულებულები გახდნენ ბურკა ჩაიცვან.

31 ივლისი - ქალები ტაქსის ელოდებიან.

იმის გამო, რომ თალიბანი ქვეყანაში დრაკონულ კანონებს ამკვიდრებს, ბურკაზე ფასები განუხრელად იზრდება.

ბურკის ფერი, როგორც წესი, რეგიონის მიხედვით განირჩევა, ყავისფერ ბურკას ყანდაარში ატარებენ, ლურჯს - ქაბულში, თეთრს - ქვეყნის ჩრდილოეთით.

დევნილი ავღანური ოჯახის წევრები.

ქალს თავის ბურკაში სძინავს. ის იძულებული გახდა, ყანდაარში საკუთარი სახლი დაეტოვებინა და დევნილად ქცეულიყო.