დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, პაატა იმნაძე ამბობს, რომ საქართველოში ახლა ბევრად უფრო რთული სიტუაციაა, ვიდრე ეს იყო ინდოეთში, რომლის კადრებიც ტელეეთერებით ვრცელდებოდა.
"დღეს ყველაზე მაღალი გვაქვს ერთდროულად დაინიფიცრების. 50 ათასი გვაქვს. ნაწილზე შეიძლება არ ვიცოდეთ, რომ ინფიცირებულია...
თუ გადავიანგარიშებთ, დღეს ჩვენი ყოველი 50-ე, მე-60 ადამიანი დაინფიცირებულია. შესადარებლად ეს არის 5-ჯერ უფრო რთული სიტუაცია, რაც იყო ინდოეთში. ჩვენი ჯანდაცვის სისტემა ჯერ კიდევ უძლებს", - განაცხადა იმნაძემ.
ინდოეთში კორონავირუსით ინფიცირებისა და გარდაცვალების კუთხით რამდენიმე კვირის განმავლობაში საგანგაშო მდგომარეობა იყო. მაგალითად, მაისის დასაწყისში, პირველ კვირაში ინდოეთში კორონავირუსით ინფიცირების 2,6 მილიონი ახალი შემთხვევა და 23800 გარდაცვალება აღირიცხა.