4 დიდ ქალაქში, თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში დაინიშნება სპეციალური ტრანსპორტი, რომელიც მოქალაქეებს ამცრელ პუნქტებამდე მიიყვანს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე მოსახლეობას მოუწოდებს აცრაზე ონლაინ პლატფორმაზე რეგისტრაციის გარეშეც მივიდნენ და დააჩქარონ იმუნიზაციის პროცესი.
ამცრელ პუნქტებამდე დამატებითი ტრანსპორტის დანიშვნის საჭიროება დღის წესრიგში დადგა მას შემდეგ, რაც მთავრობამ 3 კვირით, 5 სექტემბრამდე საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერების გადაწყვეტილება მიიღო.
„რესპუბლიკური საავადმყოფო და მასთან აფილირებული სამედიცინო უნივერსიტეტის დიდი სივრცე, დღეში ცრის 4 500 ადამიანს. ეს არის თბილისში ჩატარებული აცრების დახლოებით 30 პროცენტი, ამიტომ რესპუბლიკური საავადმყოფოსკენ, ქალაქის სხვადასხვა კუთხიდან, ამაზე მუშაობს საკოორდინაციო შტაბი, დაინიშნება სპეციალური ავტობუსები – მივდივარ ვაქცინაციისთვის. ასევე დაინიშნება ტექნიკური უნივერსიტეტისკენ.
ინფექციური საავადმყოფოს ტერიტორიაზე საკმაოდ დიდი რაოდენობით აცრები წარმოებს, ინფექციურის, ბოჭორიშვილის საავადმყოფოს მიერ, ასევე იქნება იქ. ასევე იქნება ჰუალინგის ცენტრი, რომლიც 1 700 აცრას აწარმოებს დღის განმავლობაში. ასევე იქნება კავკასიის მედიცინის ცენტრისა და ბოკერიას კლინიკებისკენ. ჩვენ გადავეცით შტაბს სია ლოკაციების, სადაც თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში არის მთავარი ლოკაციები, ხოლო იქ, სადაც პოლიკლინიკები არის ძალიან ახლოს, ფეხითაც შეგიძლიათ, მიბრძანდეთ“, – განაცხადა გამყრელიძემ.
კონკრეტულად რა მისამართებიდან და რომელი დღიდან იმუშავებს სპეციალურად დანიშნული ტრანსპორტი ამცრელი პუნქტებისკენ, ამ დროისთვის დაკონკრეტებული არ არის.
ასევე ნახეთ სექტემბრიდან ზოგიერთ დაწესებულებაში შესაძლოა მხოლოდ ვაქცინირებული მოქალაქეები დაუშვან ასევე ნახეთ 3 კვირით საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა ჩერდება