საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლის ცენტრის (NCDC) გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ სწრაფი ვაქცინაციის საკითხზე ილაპარაკა.
„ჩვენი ერთ-ერთი რეკომენდაციაა, რომ იქ, სადაც გვაქვს კლასტერული ეპიდაფეთქებები, იქ სწრაფად მოხდეს მოსახლეობის მაქსიმალური ვაქინაცია (სოფელსა თუ ქალაქში). მაქსიმალურად მოკლევადიანი ვაქცინით, ამ შემთხვევაში „სინოვაკით“. მისი მარაგი საკმარისია ქვეყანაში“, - აღნიშნავს გამყრელიძე და ამატებს, რომ იმუნური ფენის მისაღებად.
ამ შემთხვევაში „სინოვაკის“ ვაქცინაზე არჩევანის გაკეთების მიზეზი იყო პირველსა და მეორე აცრებს შორის საჭირო მოკლე ინტერვალი.
გამყრელიძის ინფორმაციით, დღეს საქარველოში მოქალაქეთა მაქსიმალური რაოდენობა, 26 000 აიცრა.
საქართველოს მასშტაბით 14 აგვისტოდან სამი კვირის განმავლობაში ახალი შეზრუდვები წესდება, მათ შორის, აიკრძალება საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება. შეზღუდვა არ ეხება საქალაქთაშორის ტრანსპორტს.