ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გვირგვინებით შეამკეს ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანში თანასოფლელებმა, ოჯახის ნათესავებმა, ადგილობრივი ხელისუფლებისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები.
საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურე, მე-4 ქვეითი ბრიგადის 41-ე ბატალიონის უმცროსი სერჟანტი გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის აგვისტოში, რუსმა და ოსმა სამხედროებმა ცხინვალში წამებით მოკლეს.
გიორგი ანწუხელიძის ცხედრის გადმოსვენება 2008 წლის ნოემბერში მოხერხდა.
მისი წამების ამსახველი ვიდეოკადრები კი ინტერნეტში 2009 წელს გავრცელდა.
სიკვდილის შემდეგ გიორგი ანწუხელიძეს საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.