ბოლო 1 წელში საქართველოში ფასები 11,9 პროცენტით გაიზარდა

ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველოში ფასები 11,9 პროცენტით გაიზარდა. მონაცემებს საქსტატი აქვეყნებს.

უწყების ინფორმაციით, წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონე საქართველოში 1,3 პროცენტით გაიზარდა.

ბოლო 1 წელში ყველაზე მეტად ფასები გაიზარდა შემდეგ 25 მომსახურებაზე:

  1. ჭარხალი - 111%;
  2. ბადრიჯანი - 99%;
  3. კომბოსტო - 99%;
  4. მზესუმზირის ზეთი - 92%;
  5. კიტრი - 83%;
  6. სტაფილო - 79%;
  7. წიწაკა - 70%;
  8. ბენზინი - 57%;
  9. კარტოფილი - 54%;
  10. ლურსმანი - 50%;
  11. მსხალი - 49%;
  12. თერმომეტრი - 49%;
  13. დიზელის საწვავი - 48%;
  14. შაქარი - 35%;
  15. მუზეუმის ბილეთი - 32%;
  16. სისხლძარღვთა გამაფართოებელი მედიკამენტები - 31%;
  17. ქათმის ბარკლები - 30%;
  18. ყავის ფინჯანი ლამბაქით - 29%;
  19. მარგარინი - 28%;
  20. ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტები - 26%;
  21. კვერცხი - 25%;
  22. საქალაქთაშორისო ავტოტრანსპორტით მგზავრობა - 25%;
  23. ელექტრო ყავადანი - 25%;
  24. ჭიქა - 25%;
  25. ასანთი - 25%.

საქართველოში ფასების მკვეთრი ზრდა კორონავირუსის პანდემიის პირობებში დაიწყო. გასული წლის მარტიდან ერთი წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკა მუდმივად მცირდებოდა.