ხელოვნების მუზეუმის დასაცავად ორგანიზებულ აქტივისტთა ჯგუფი ავრცელებს წერილს, რომელიც პატრიარქმა პრემიერ-მინისტრს და კულტურის მინისტრს 2 აგვისტოს მისწერა. წერილში ილია მეორე სახელმწიფოს ხელოვნების მუზეუმში დაცული ანჩისხატის ეკლესიისთვის გადაცემას ითხოვს და აღნიშნავს, რომ ხატისთვის ანჩისხატში დამზადებულია სპეციალური ვიტრინა.
წერილის ავთენტურობას არც ადასტურებს და არც უარყოფს საპატრიარქო. დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ყველა ოფიციალურ დოკუმენტს საქართველოს ეკლესია ოფიციალურ საკომუნიკაციო არხებზე ათავსებს და ამა თუ იმ დოკუმენტის ნამდვილობის დასადგენად შეგვიძლია ეს მინიშნება გამოვიყენოთ. საპატრიარქოს ოფიციალურ გვერდზე პატრიარქის 2 აგვისტოს წერილი განთავსებული არ არის.
რადიო თავისუფლებას დოკუმენტის ავთენტურობა დაუდასტურეს მთავრობის ადმინისტრაციაში.*
ანჩისხატში სახატე ვიტრინა ანჩისხატისთვის 2021 წლის მარტიდან არის განთავსებული.
ასევე ნახეთ ანჩისხატში ტყვიაგაუმტარი სახატე ვიტრინა დადგეს - გადაიტანენ ხატს მუზეუმიდან?კულტურის მინისტრის გადაწყვეტილებით, ხელოვნების მუზეუმის ევაკუაცია 5 აგვისტოდან იწყება და შენობა სრულად ათასობით ექსპონატისგან რამდენიმე თვეში უნდა დაიცალოს. ევაკუაციის 10-გვერდიან გეგმაში არ წერია, სად მიდის მუზეუმის ოქროს ფონდი.
ასევე ნახეთ მმართველი ლაბორანტის პოზიციაზე გადაიყვანეს - ხელოვნების მუზეუმის თანამშრომლები სასამართლოში მიდიან5 აგვისტოს ხელოვნების მუზეუმის დასაცავად მის წინ ორი აქციაა დაგეგმილი.