ნატალია გავრილიცა მიესალმა მოლდოვის პრემიერ-მინისტრად მის დასახელებას

ნატალია გავრილიცა

მოლდოვის ყოფილი ფინანსთა მინისტრი ნატალია გავრილიცა მიესალმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე მისი კანდიდატურის წარდგენას პრეზიდენტ მაია სანდუს მიერ. გავრილიტას მოქმედებისა და სოლიდარობის პარტიამ (PAS) 11 ივლისის რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა.

გავრილიცამ 31 ივლისს ტვიტერში დაწერა, რომ მისთვის დიდი პატივია პრეზიდენტ სანდუს მიერ ამ თანამდებობაზე წარდგენა. სანდუც PAS-ის წევრია.

„დიდი პასუხისმგებლობაა ინსტიტუტების გაუმჯობესების, კანონის უზენაესობისა და ეკონომიკური კეთილდღეობის მშენებლობის თაობაზე მოლდოველი ხალხის მოლოდინების აღსრულება,“ დაწერა გავრილიცამ.

როგორც მოსალოდნელია, პარლამენტი დაამტკიცებს გავრილიცას კანდიდატურას და მის მიერ წარდგენილ მინისტრთა კაბინეტს, ვინაიდან 101-ადგილიან პარლამენტში PAS-მა 63 მანდატი მოიპოვა.

საარჩევნო კამპანიის პერიოდში PAS-ი რეფორმების გატარებისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის დაპირებით გამოდიოდა. ის ასევე მხარს უჭერს მჭიდრო კავშირებს ევროკავშირთან და აშშ-სთან.