რას ჰყვებიან კოლეგები ავსტრალიის მოქალაქის გაუჩინარებაზე

დილიდან ეძებენ ავსტრალიელ ქალს, რომელსაც სავარაუდოდ თავს დაესხნენ. შანეი ბრუკი, როგორც მეგობრები უყვებიან რადიო თავისუფლებას წელიწადზე მეტია საქართველოში ცხოვრობს და ინგლისურს ასწავლის. გუშინ, გაკვეთილის მერე მეგობარს ესაუბრა და დაახლოებით ერთ საათში იმავე მეგობართან შანეის ზარი შემოვიდა, სადაც სავარაუდო თავდამსხმელს უყვიროდა.

"გუშინ თავისი საცხოვრებელი შანეიმ 3:30- ზე დატოვა და დაახლოებით 4 საათისთვის, ტელეფონით აშშ-ში თავის მეგობარს საქართველოზე, ამინდზე და ა.შ...

4:30 მისი მეგობრის ტელეფონზე შემოვიდა ზარი, სადაც შანეი ყვიროდა, რომ მისგან ხელები მოეშორებინათ.

ხმა ცუდად ისმოდა, სავარაუდოდ როცა ვიღაცას ეჩხუბებოდა, ტელედონმა შემთხვევით დარეკა იმასთან ვისაც ბოლოს ესაუბრა შანეი, შემდეგ გაითიშა ზარი და არაფერი გვსმენია, მის სახლთანაც მივედით ღამე, მაგრამ არ გამოჩენილა.." - უყვება რადიო თავისუფლებას შანეი ბრუკის მეგობარი და კოლეგა როსს ტომპსონი

შანეის მეგობარმა სოციალურ ქსელში პოსტიც დაწერა და ხალხს სთხოვა სამძებრო სამუშაოებში დახმარებოდნენ.

ტელეფონით მოძიებული მისი სავარაუდო ადგილსამყოფელი მთაწმინდის ტერიტორიაა, მიმდებარედ მას ოქროყანის ტყეშიც ეძებენ. რადგან მეგობრების თქმით შანაე ფიზიკური აქტივობებით იყო დატვირთული, ვარჯიშობდა და ხშირად დადიოდა სალაშქრო ადგილებში მარტოც და მეგობრებთან ერთადაც.

"ზარი ახლაც გადის ტელეფონზე, მაგრამ არავინ იღებს. ზუსტად არ ვიცით სად არის, რადგან გაუვალი ტერიტორიაა და არ არის ადვილი თუნდაც ტელეფონის პოვნა. როგორც შანაეს ამერიკელმა მეგობარმა თქვა, კივილ-წივილი და ტირილის ხმა მესმოდა დაახლოებით 15 - 20 წუთიო, კონკრეტულად რა მოხდა არ ვიცით. დაახლოებით 6 საათზე დარეკა მეგობარმა ამერიკიდან, რომ შანაეს რაღაც შეემთხვა, როცა გავიგეთ, მეგობრებმა და კოლეგებმა მაშინვე დავრეკეთ 112- ში და დავიწყეთ მისი ძებნა, დაახლოებით მთაწმინდის ტერიტორიაა, " - ამბობს რადიო თავისუფლებასთან შანაეს კოლეგა რევაზ ბექაური.

პოლიციასთან ერთად მოხალისეობრივად მოქალაქეები ჩაერთნენ შანაეს ძებნაში ამ დრომდე ეძებენ ახალგაზრდა ქალს. საქმეზე გამოძიება შსს-მ სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.