"სინოფარმი გიცავთ!" - უთხრეს ქართველ ჟურნალისტს საფრანგეთში

Your browser doesn’t support HTML5

კანის ფესტივალის დასრულების შემდეგ ანანო ბაკურაძე, რომელიც აკრედიტებული იყო როგორც ჟურნალისტი, პარიზში გაემგზავრა და ევროპაში აღიარებული რომელიმე ვაქცინით აცრა გადაწყვიტა, მაგრამ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ აღმოჩნდა, რომ მას, ჩინური "სინოფარმით” აცრილს, საკმარისი ანტისხეულები აქვს და არ სჭირდება ე.წ. "ბუსტერი". ანანო ბაკურაძე თავად გვიამბობს, რატომ უთხრეს მას აცრაზე უარი და როგორ შეაფასა ჩინური ვაქცინა რიგითმა ფრანგმა ექიმმა.