"ლიტერას" ჟიურის წევრებიც ტოვებენ - პირველი რეზო თაბუკაშვილია

"პანტიპუნტად ტოვებენ ავტორები ლიტერას კონკურსს, რომლის ჟიურის წევრიც გახლავართ. ...პირველად ვიყავი ჟიურიში. ავტორი აღარ დარჩა და ბურთი სათამაშოდ მოედანზე. მათ შეხედულებას პროტესტისას, თავად გაგაცნობენ. ვტოვებ ჟიურის წევრობას და კიდევ ერთხელ ამიცრუვდა ყოველგვარ ლიტ.კონკურსებში მონაწილეობის სურვილი" - წერს ლიტერატურული პრემია "ლიტერას" ჟიურის ერთ-ერთი წევრი, რეზო თაბუკაშვილი ფეისბუქზე. ის პირველია ჟიურის წევრების შემდეგ, ვინც ავტორების შემდეგ პრემიას ბოიკოტს უცხადებს.

თაბუკაშვილი ამბობს, რომ ლიტერატურული კონკურსები ამ დრომდეც საკმაოდ პრობლემურად იმართებოდა, ლიტერატურული პროცესი კი უფრო აქტიური უნდა იყოს და ერთო გაზეთის და ორიოდე ჟურნალის ანაბარა არ უნდა იყოს დარჩენილი.

მწერალთა სახლის მიერ ორგანიზებულ ლიტერატურულ კონკურსს "ლიტერას" ავტორებმა პროტესტი მასიურად მას შემდეგ გამოუცხადეს, რაც ცნობილი გახდა, რომ 5 კაციან ჟიურიში ერთს სამინისტრო ნიშნავდა. თეა წულუკიანმა იოსებ ჭუმბურიძე წარადგინა ჟიურის წევრად. ის ცნობილია ანტიდავლური განწყობებით, იყენებს სიძულვილის ენას, ლოიალურია ხელისუფლების მიმართ.

ასევე ნახეთ ათზე მეტი მწერალი ბოიკოტს უცხადებს "ლიტერას" - მიზეზი ჟიურიში სამინისტროს წარმომადგენელის ჩასმაა
ასევე ნახეთ მწერლები კულტურის მინისტრს: დაუყოვნებლივ გაიწვიეთ სამინისტროს დანიშნული წევრი "ლიტერას" ჟიურიდან
ასევე ნახეთ გოგებაშვილის პრემიას "მწერალთა სახლის" ნაცვლად "შემოქმედებითი საქართველო" გასცემს