იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურული პრემიას კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის გადაწყვეტილებით, მწერალთა სახლი აღარ ჩაატარებს. კონკურსს, რომელიც მწერალთა სახლის დაარსებულია, სამინისტროს დაქვემდებარებული სხვა უწყება, შემოქმდებითი საქართველო ჩაატარებს.
მწერალთა სახლის ხელმძღვანელი, ნატაშა ლომოური რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ მისთვის ამ დრომდე არ უთქვამთ სამინისტროში, რა გახდა ამ ცვლილების მიზეზი.
"მე არ მაქვს პასუხი, ვერ მივაღწიე რომ პასუხი გამცეს ვინმემ სამინისტროდან, რატომ ხდება ასეთი ცვლილებები. ჩვენი დაფუძნებულია სამინისტროსთან ერთად გოგებაშვილის პრემია და ისე გადაეცა "შემოქმედებით საქართველოს", არავის აუხსნია ამის მიზეზი" - ამბობს ნატაშა ლომოური.
ყოველწლიური პრემია 2017 წელს დაარსდა და მისი მიზანი საბავშვო მწერლებისა და გამომცემლების გააქტიურება და წახალისება იყო.
ასევე ნახეთ ათზე მეტი მწერალი ბოიკოტს უცხადებს "ლიტერას" - მიზეზი ჟიურიში სამინისტროს წარმომადგენელის ჩასმაა