სენატორი რიში „ქართულ ოცნებაზე“ - მხოლოდ თავისი მომავალი აღელვებთ. ხალხი უკეთესს იმსახურებს

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი რესპუბლიკური პარტიიდან ჯიმ რიში ტვიტერის მეშვეობით ეხმაურება „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას ანულირება გაუკეთოს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის შუამდგომლობით, 19 აპრილს მიღწეულ შეთანხმებას.

სენატორი, რომ ქართველი ხალხი იმსახურებს უკეთეს.

„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება, გამოსულიყო 19 აპრილის შეთანხმებიდან, ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე უარის თქმაა და როგორც ჩანს მიანიშნებს, რომ ამ პარტიას მხოლოდ თავისი მომავალი აღელვებს და არა ქვეყნის. ქართველი ხალხი უკეთესს იმსახურებს",- წერს ჯიმ რიში.

მანამდე, ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ტვიტერით გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ განცხადებას 19 აპრილის შეთანხმების ანულირებულად გამოცხადების შესახებ „საშინელ პოლიტიკური თამაში“ უწოდა მმართველი ძალისა და „ნაციონალურ მოძრაობის“ ქმედებას.

ასევე ნახეთ ვიოლა ფონ კრამონი „საშინელ პოლიტიკურ თამაშს“ უწოდებს მმართველი ძალის და „ნაციონალურ მოძრაობის“ ქმედებას და საქართველოში ჩასვლას აანონსებს

პარტიამ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ დღეს, 28 ივლისს, გამოაცხადა, რომ შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულია და ამ გადაწყვეტილების მიზეზეზად ის დაასახელა, რომ "დოკუმენტის ხელმოწერიდან 100 დღის თავზე, მან თავისი მისია შეასრულა და თავი ამოწურა".

2021 წლის 19 აპრილს, "ქართულმა ოცნებამ" და საპარლამენტო ოპოზიციური პარტიების ნაწილმა, თბილისში, ხელი მოაწერეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტ, შარლ მიშელის მიერ ინიცირებულ დოკუმენტს, რომელმაც სათავე დაუდო ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილი პოლიტიკური კრიზისის შედარებით განმუხტვას და ოპოზიციის მიერ საპარლამენტო საქმიანობის დაწყებას. შეთანხმებას ხელი არ მოაწერეს "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" და მასთან საარჩევნო ბლოკში მყოფმა პარტიებმა, "ევროპულმა საქართველომ" და "ლეიბორისტულმა პარტიამ".

მას შემდეგ, რაც "ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობამ რამდენიმე კვირის წინ განაახლა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნა, ოპოზიციამ მმართველი პარტია "მიშელის შეთანხმების" დარღვევაში დაადანაშაულა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა 19 ივლისს, ბათუმშიც გაიმეორა ბრიუსელიდან თბილისისკენ მანამდე წამოსული გზავნილები, რომ ხელისუფლების მიერ გადადგმულმა ნაბიჯებმა დაარღვია პოლიტიკურ ძალებს შორის 19 აპრილს ხელმოწერილი შეთანხმება.