ვიოლა ფონ კრამონი „საშინელ პოლიტიკურ თამაშს“ უწოდებს მმართველი ძალის და „ნაციონალურ მოძრაობის“ ქმედებას და საქართველოში ჩასვლას აანონსებს

ვიოლა ვონ კრამონი

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ტვიტერით გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ განცხადებას 19 აპრილის შეთანხმების ანულირებულად გამოცხადების შესახებ და ამ ნაბიჯის ფონზე, „აბსურდული“ უწოდა საქართველო საგარეო საქმეთა მინისტრ, დავით ზალკალიანის ინტერვიუს.

ლაპარაკია გამოცემა Euractiv-ში სათაურით: „საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი: ჩვენ გვჭირდება აღმოსავლეთ პარტნიორობის დღის წესრიგის 2020 წლის შემდგომი პერიოდის პერსპექტივა“- გამოქვეყნებულ ინტერვიუზე.


„საქართველოში ბოლოს განვითარებული მოვლენების შემდეგ, ეს ინტერვიუ განსაკუთრებით აბსურდული ჩანს. „ქართულმა ოცნებამ“ ევროკავშირთან 19 აპრილის შეთანხმებაზე მისი ხელმოწერა ღიად გამოაცხადა ანულირებულად“, - წერს ევროპარლამენტარი.

ამასთან საქართველოს მმართველ ძალასთან ერთად ვიოლა ფონ კრამონი მოვლენათა ასეთ განვითარებაში საქართველოს ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიასაც ადანაშაულებს.


„გულწრფელად რომ ვთქვათ: უდიდესი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ არც კი შეეცადა ევროკავშირთან ამ საერთო შეთანხმებაზე ხელიზ მოეწერაზ. ასე რომ, ორივე მხარე საშინელ პოლიტიკურ თამაშს თამაშობს თავიანთი მოქალაქეების ხარჯზე. ეს ყველაფერი სრულიად არ წაადგება საქართველოს“, - აღნიშნავს ვიოლა ვიოლა ფონ კრამონი.

ევროპარლამენტარი ამჟამად კიევში იმყოფება და იქიდან აპირებს საქართველოში ჩასვლას.

პარტიამ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ დღეს, 28 ივლისს, გამოაცხადა, რომ შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულია და ამ გადაწყვეტილების მიზეზეზად ის დაასახელა, რომ "დოკუმენტის ხელმოწერიდან 100 დღის თავზე, მან თავისი მისია შეასრულა და თავი ამოწურა".