ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბისა და სპეცსამსახურების ხელმძღვანელები შეცვალა

გენერალი ხომჩაკი და ვოლოდიმრი ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, თანამდებობიდან გაათავისუფლა ქვეყნის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალი რუსლან ხომჩაკი და მის ნაცვლად დანიშნა გენერალი, ვალერი ზალუჟნი, რომელიც მანამდე არმიის „ჩრდილოეთ“ მიმართულების სარდალი იყო. მანამდე კი პოსტებს გამოემშვიდობა თავდაცვის სამინისტროს ორი მოადგილე.

წინა დღეებში ზელენსკიმ საკადრო ცვლილებები მოახდინა ქვეყნის უშიშროების სამსახურში. ზელენსკიმ ჯერ თანამდებობიდან გაათავისუფლა საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი, ვალერი კონდრატიუკი. მოგვიანებით უკრაინის პრეზიდენტის ბრძანებით თანამდებობები დატოვეს ანტიტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელმა, რუსლან ბარანეცკიმ და უშიშროების სამსახურის კორუფციასთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა, ვასილი მალიშმა.

სამხედრო უწყებაში მომხდარ ცვლილებაზე უკრაინის პრეზიდენტის აპარატს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. რაც შეეხება უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელობას, ვოლოდიმირ ზელენკის ადმინისტრაციაში პრეზიდენტის გადაწყვეტილება „სისტემური რეფორმისა“ და კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლის გალძიერებით ახსნეს.