"ქართული ოცნების" ფრაქციის თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე არ პასუხობს კითხვებს, დანიშნავს თუ არა მმართველი პარტია რიგგარეშე არჩევნებს, თუ თვითმმართველობის არჩევნებზე შარლ მიშელის შეთანხმების შესაბამისად 43 პროცენტზე ნაკლებს მიიღებს. პარტია ამ შეთანხმებიდან გადის და მას გაუქმებულად აცხადებს.
"წარმოუდგენლად მიმაჩნია, რომ არათუ 43 პროცენტს, არამედ 3, 4, 5 და 6 პროცენტით მეტზე ვილაპარაკოთ და იმაზე ნაკლები დაჯდეს. ჩვენი მონაცემები რაც არის და ყველა ლოგიკიდან გამომდინარე, წარმოუდგენლად მიმაჩნია, შეიძლება ოპტიმისტი ვარ, მაგრამ არ მგონია, საპარლამენტო არჩევნებზე ნაკლები შედეგები (48%) დავდოთ... ამაზე არჩევნების მეორე დღესვე თქვენ კითხვები არ გექნებათ", - თქვა მდინარაძემ.
პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ისინი გაუქმებულად აცხადებენ 19 აპრილს უცხოელი დიპლომატების ჩართულობით მიღწეულ შეთანხმების. ამ შეთანხმების ერთ-ერთი ნაწილი იყო, თუ მმართველი პარტია ვერ მიიღებდა თვითმმართველობის არჩევნებში 43 პროცენტზე მეტს, რიგგარეშე არჩევნები დაინიშნებოდა.
ასევე ნახეთ "ქართული ოცნება" 19 აპრილის შეთანხმებას გაუქმებულად აცხადებსახლა რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა მმართველი პარტიის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული. "ქართული ოცნება" ამ მიზეზით ოპოზიციურ პარტიებს წინაპირობებს უყენებს.
ასევე ნახეთ 53%-იანი მოგების დროსაც "ქართული ოცნება" მზადაა, დანიშნოს რიგგარეშე არჩევნები, თუ ოპოზიცია წინაპირობებს შეასრულებს