ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ქართველი სპორტსმენები საქმეში 24 ივლისიდან ჩაებმებიან. საქართველოს სპორტული დელეგაციის წევრთაგან პირველი მედლების მოპოვების შანსი აქვთ ძიუდოისტ ლუხუმ ჩხვიმიანს და მოფარიკავე სანდრო ბაზაძეს. მათ შეჯიბრებებში საკვალიფიკაციო შეხვედრები და ფინალები ერთ დღეს შედგება.
ოცდათხუთმეტკაციანი ქართული დელეგაციიდან ყველაზე ბოლოს მედლისთვის კარატისტი გოგიტა არქანია და თავისუფალი სტილით მოჭიდავე ელიზბარ ოდიკაძე იბრძოლებენ. მათი ფინალური ბრძოლები 7 აგვისტოს გაიმართება, ოლიმპიური თამაშები კი 8 აგვისტოს დაიხურება.
24 ივლისი
- სანდრო ბაზაძე (ფარიკაობა. ხმალი) - კვალიფიკაცია, ფინალი
- ლუხუმ ჩხვიმიანი (ძიუდო. 60 კგ) - კვალიფიკაცია, ფინალი
- ნიკოლოზ ბასილაშვილი (ჩოგბურთი) – I წრე
- ესკერხან მადიევი (კრივი. 69 კგ) – ოცდამეთორმეტედფინალი
- ირაკლი რევიშვილი (ცურვა. 400 მეტრი. თავისუფალი სტილი) - კვალიფიკაცია
25 ივლისი
- ნინო სალუქვაძე (ტყვიის სროლა. 10მ. პისტოლეტი) - კვალიფიკაცია, ფინალი
- ვაჟა მარგველაშვილი (ძიუდო. 66 კგ) - კვალიფიკაცია, ფინალი
- ტატიანა ლევიცკა-შუკვანი (ძიუდო. 52 კგ) - კვალიფიკაცია, ფინალი
- შოთა მიშველიძე (ძალოსნობა. 61 კგ) – მედლების გათამაშება
- გოგა ჩხეიძე (ძალოსნობა. 67 კგ) – მედლების გათამაშება
- გიორგი ხარაბაძე (კრივი. 75 კგ) - ოცდამეთორმეტედფინალი
26 ივლისი
- ლაშა შავდათუაშვილი (ძიუდო. 73 კგ) - კვალიფიკაცია, ფინალი
- ეთერ ლიპარტელიანი (ძიუდო. 57 კგ) - კვალიფიკაცია, ფინალი
- ნიკოლოზ ბასილაშვილი - II წრე
- ესკერხან მადიევი - მეთექვსმეტედფინალი
27 ივლისი
- ტატო გრიგალაშვილი (ძიუდო. 81 კგ) - კვალიფიკაცია, ფინალი
28 ივლისი
- ლაშა ბექაური (ძიუდო. 90 კგ) - კვალიფიკაცია, ფინალი
- ნიკოლოზ ბასილაშვილი - III წრე
- სახილ ალახვერდოვი (კრივი. 52 კგ) - ოცდამეთორმეტედფინალი
- მარიამ იმნაძე (ცურვა. 100 მეტრი. თავისუფალი სტილი) - კვალიფიკაცია
29 ივლისი
- ვარლამ ლიპარტელიანი (ძიუდო. 100 კგ) - კვალიფიკაცია, ფინალი
- ნიკოლოზ ბასილაშვილი - მეოთხედფინალი
- გიორგი ხარაბაძე - მეთექვსმეტედფინალი
30 ივლისი
- ნინო სალუქვაძე (ტყვიის სროლა. 25 მეტრი. პისტოლეტი) - კვალიფიკაცია, ფინალი
- გურამ თუშიშვილი (ძიუდო. +100 კგ) - კვალიფიკაცია, ფინალი
- ნიკოლოზ ბასილაშვილი - ნახევარფინალი
- ესკერხან მადიევი - მეოთხედფინალი
- სოფიკო შათირიშვილი (მძლეოსნობა. ბირთვის კვრა) - კვალიფიკაცია
31 ივლისი
- ნიკოლოზ ბასილაშვილი - მესამე ადგილისთვის
- სახილ ალახვერდოვი - მეთექვსმეტედფინალი
- ბაჩანა ხორავა (მძლეოსნობა. სიგრძეზე ხტომა) - კვალიფიკაცია
- ანტონ პლესნოი (ძალოსნობა. 96 კგ) - მედლების გათამაშება
1 აგვისტო
- სოფიკო შათირიშვილი - ფინალი
- იაკობ ქაჯაია (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა. 130 კგ) - კვალიფიკაცია და ნახევარფინალი
- ნიკოლოზ ბასილაშვილი - ფინალი
- ესკერხან მადიევი - ნახევარფინალი
- გიორგი ხარაბაძე - მეოთხედფინალი
2 აგვისტო
- ბაჩანა ხორავა - ფინალი
- იაკობ ქაჯაია - ფინალური ბლოკი
- გიორგი მელია (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა. 97 კგ) - კვალიფიკაცია და ნახევარფინალი
3 აგვისტო
- ლაშა ღულელაური (მძლეოსნობა. სამხტომი) - კვალიფიკაცია
- გიორგი მელია - ფინალური ბლოკი
- რამაზ ზოიძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა. 67 კგ) - კვალიფიკაცია და ნახევარფინალი
- ლაშა გობაძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა. 87 კგ) - კვალიფიკაცია და ნახევარფინალი
- სახილ ალახვერდოვი - მეოთხედფინალი
- ესკერხან მადიევი - ფინალი
- გიორგი მუჯარიძე (მძლეოსნობა. ბირთვის კვრა) - კვალიფიკაცია
- ბენიკ აბრამიანი (მძლეოსნობა. ბირთვის კვრა) - კვალიფიკაცია
4 აგვისტო
- რამაზ ზოიძე - ფინალური ბლოკი
- ლაშა გობაძე - ფინალური ბლოკი
- ლაშა ტალახაძე (ძალოსნობა. +109 კგ) - მედლების გათამაშება
5 აგვისტო
- ლაშა ღულელაური - ფინალი
- გიორგი მუჯარიძე - ფინალი
- ბენიკ აბრამიანი - ფინალი
- ავთანდილ კენჭაძე (თავისუფალი ჭიდაობა. 74 კგ) - კვალიფიკაცია, ნახევარფინალი
- გენო პეტრიაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა. 130 კგ) - კვალიფიკაცია, ნახევარფინალი
- სახილ ალახვერდოვი - ნახევარფინალი
- გიორგი ხარაბაძე - ნახევარფინალი
6 აგვისტო
- სალომე ფაჟავა (მხატვრული ტანვარჯიში) - მრავალჭიდი, კვალიფიკაცია
- ავთანდილ კენჭაძე - ფინალური ბლოკი
- გენო პეტრიაშვილი - ფინალური ბლოკი
- ელიზბარ ოდიკაძე (თავისუფალი ჭიდაობა. 97 კგ) - კვალიფიკაცია, ნახევარფინალი
7 აგვისტო
- სახილ ალახვერდოვი - ფინალი
- გიორგი ხარაბაძე - ფინალი
- სალომე ფაჟავა - ფინალი
- გოგიტა არქანია (კარატე. კუმიტე. +75 კგ) - კვალიფიკაცია, ფინალი
- ელიზბარ ოდიკაძე - ფინალური ბლოკი