ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი, მარიამ გოგოსაშვილი მიიჩნევს, რომ თეა წულუკიანი მიერ „მთავარი არხის“ ჟურნალისტისთვის მიკროფონის წართმევის ფაქტი უარყოფითად აისახება მედიაგარემოზე. რადიო თავისუფლებასთან საუბარში მარიამ გოგოსაშვილმა აღნიშნა, რომ საწუხაროა, რომ მმართველი პარტიის წარმომადგენლები განაგრძობენ ისეთი ტიპის ქმედებებს, რომლებიც აზიანებს მედიაგარემოს უსაფრთხოებას.
„ფაქტობრივად მათი ქმედებებით და განცხადებებით წახალისებულია ძალადობა. ჩვენ უკვე ვიხილეთ რა მოხდა 5 ივლისსს და ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ გაიაზრონ თითოეულ მათ ქმედებასა და განცხადებას რა შეიძლება მოჰყვეს. რეალურად ამ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლას“, - უთხრა მარიამ გოგოსაშვილმა რადიო თავისუფლებას. მისი თქმით, აუცილებელია მომხდარით სამართალდამცავები დაინტერესდნენ, დაიწყოს მოკვლევა და შეფასდეს, რამდენად ჰქონდა თეა წულუკიანის ქმედებაში ადგილი დანაშაულს.
ასევე ნახეთ თეა წულუკიანმა „მთავარი არხის“ ჟურნალისტს მიკროფონი წაართვა და დაბრუნებას არ აპირებსსაქართველოს კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა სენაკში, ფონდი „ქართუს“ მიერ რეაბილიტირებული თეატრის გახსნის ღონისძიებაზე „მთავარი არხის“ ჟურნალისტს, ემა გოგოხიას მიკროფონი წაართვა. ამის შესახებ თეა წულუკიანმა მოგვიანებით "ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე თავადვე დაწერა და თქვა, რომ მიკროფონის დაბრუნებას არ აპირებს. თეა წულუკიანის მიერ მიკროფონის წართმევის ფაქტზე "მთავარი არხის" კორესპონდენტმა, ემა გოგოხიამ რეაგირებისთვის პოლიციას მიმართა.
ასევე ნახეთ "მთავარი არხის" იურისტი: მიკროფონის წართმევით თეა წულუკიანმა სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა