აზერბაიჯანისა და სომხეთის ძალებმა რამდენიმე საათის განმავლობაში ცეცხლი დაუშინეს ერთმანეთს სასაზღვრო არეალში. დაძაბულობა გრძელდება ორ ქვეყანას შორის აზერბაიჯანის კუთვნილი მთიანი ყარაბაღის რეგიონისთვის შარშანდელი ომის შემდეგ.
ორივე ქვეყნის თავდაცვის სამინისტროებმა ერთმანეთი დაადანაშაულეს 19 ივლისის საღამოს ინციდენტის დაწყებაში, რომელიც მოხდა აზერბაიჯანის კუთვნილი ექსკლავის, სომხეთსა და ირანს შორის მდებარე, ნახიჩევანის და სომხეთის საზღვართან.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მისი ერთი ლეიტენანტი დაიჭრა ფეხში სროლის დროს, რომ მათ პოზიციებს ცეცხლი გაუხსნა სომხურმა მხარემ ნახიჩევანის სარადაკის რაიონში. მათი განცხადებით, აზერბაიჯანის მხარემ საპასუხო ცეცხლი გახსნა.
სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, აზერბაიჯანულმა ძალებმა პირველმა გაუხსნა ცეცხლი სომხეთის ძალებს ერასხის რაიონში. სამინისტრო აზერბაიჯანულ მხარეს აკისრებს პასუხისმგებლობას.
ბაქოცა და ერევანიც იტყობინება, რომ საზღვრებზე 20 ივლისის დილით ვითარება მშვიდი იყო.
შეტაკება მოხდა ხუთ დღეში მას მერე, რაც მორიგი სროლის დროს იმავე არეალში მოკლეს სომეხი სამხედრო, ხოლო აზერბაიჯანელი ჯარისკაცი დაჭრეს.